თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 13:44
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3915,
კომენტარები: 23
ალექს ფერგიუსონი-ეპოქის დასასრული უკვე ახლოსაა
...გუნდისათვის მან საკუთარ ოცნებაზე უარი უნდა თქვას
ალექს ფერგიუსონი-ეპოქის დასასრული უკვე ახლოსაა
უდიდესი ფეხბურთელები (და მწვრთნელები) ხშირად გვტოვებენ ხოლმე, როდესაც ისინი ასე ძალიან გვჭირდებიან. სხეული და საღი აზროვნება უფრო ადრე მიდის სპორტსმენისაგან, ვიდრე გამარჯვების წყურვილი, გუნდის სიყვარული და ასე შემდეგ. ალბათ ამიტომ, ისინი ასე ხშირად იღებენ არასწორ გადაწყვეტილებას-იმისათვის რომ უფრო დიდი ხანი დარჩნენ საქმეში. ინგლისში დაბერებული სვენ-იორან ერიქსსონი კიდევ დიდ ხანს აწვალებდა მექსიკის ნაკრების გულშემატკივრებს. "კლივლენდის" და "ბოსტონის" ექიმები ყოველი ახალი თამაშის შემდეგ, ხელთავიდან აწყობდნენ დაშლილ შაკილ ო'ნილს. ანტონიო ტარვერმა საბოლოოდ დაუკარგა როი ჯონს საკუთარ თავში რწმენა. ახლა ჯონსი გოსტროლებზე მოგზაურობს, კითხულობს რეპს და ხალხის გასამხიარულებლად ჰაერში იქნევს ხელებს.

სერ ალექს კი, სამარცხვინო ფინალი არ ემუქრება:თავის 71 წლის ასაკში, შოტლანდიელი ფხიზელი, ჯამრთელი და ყოველთვის არის მზად ცვილებებისათვის. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ შეძლებს რამოდენიმე წელიწადი მუშაობას. არაფერი არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მან დაკარგა კავშირი რეალობასთან. იგი დღესაც განაგრძობს თავის ურღვევ ტრადიციას-ბექეიმის, გიგზისა და სქოულზის შემდეგ ფეხბურთელებში დიდი რაოდენობით თანხას არ დაუხარჯავს. შოტლანდიელმა, რა თქმა უნდა, მოუხშირა მსაჯების შეურაწყოფა და კოლეგების დამცირება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმე დასკვნა გამოვიტანოთ.

მაგრამ მაინც, რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს ნემანია ვიდიჩი, ფერგიუსონმა უკვე მიაღწია იმ ასაკს, როდესაც მან უნდა დაიწყოს ფიქრი თავის მომავალზე. არამგონია, ვინმეს ფერგიუსონზე მეტად ადარდებდეს გუნდის მომავალი. მას ხომ არ უნდა წლების მანძილზე აშენებული კოშკები მისი წასვლის შემდეგ ერთიანად დაიმსხვრეს. ახლო ზაფხულში, უკვე თავისუფლები იქნებიან პეპ გვერდიოლა და ჟოზე მაურინიო. ფაქტია, რომ გადამწყვეტი ხმა თვით ფერგიუსონს ექნება, და როგორც ჩანს მას, თავისი 26 წლიანი მუშაობის შემდეგ მანჩესტერში, არავინ არ უნახავს ამ ორ მწვრთნელზე უკეთესი.

"პედანტი" და "პრეფექციონისტი", გვარდიოლამ შექმნა უდიდესი გუნდი ბარსელონას სახით. ბარსელონა, რომელმაც ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა. "ასე მე არასდროს არ დავმარცხებულვარ"-თქვა ფერგიუსონმა, როდესაც მისმა გუნდმა ბარსელონასთან დათმო ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2009 წელს. ორი წლის შემდეგ, მან ისევ გაიმეორა ეს სიტყვები, როდესაც ისევ დამარცხდა ბარსელონასთან და ისევ ფინალში.

"Self-made man" ჟოზე მაურინიომ კარიერა თარჯიმანით დაიწყო, და დაასრულებს როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი მსოფლიოში. მანიპულატორი, დიკტატორი და "ნონკონფორმისტი", მაურინიო დღესაც რჩება მომთხოვნად მწვრთნელად, იმიტომ რომ მისი მთავარი მიზანი, მხოლოდ გამარჯვებაა. ერთ-ერთი იმ სამ მწვრთნელთაგანი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა გუნდებთან. აღიარებულია პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიაში და ალბათ ესპანეთშიც.

რა თქმა უნდა, ორივე მათგანს გააჩნიათ თავისი მინუსები და ისიც საკითხავია, თუ ორივე ისეთივე წარმატებულები იქნებიან კარიერის მიწურულში, როგორც ეხლა არიან. გვარდიოლა ისე ხშირად ეჭვობს თავის გადაწყვეტილებებს, რომ შესაძლოა მომავალში საერთოდ დაიწვეს სამსახურში. მაურინიოს პრინციპი გამომწვარ მიწას ჰგავს, მისი გუნდიდან წასვლის შემდეგ, ყოველთვის ტრიალებს ქაოსი (ტყუილად კი არ უთქვამს ბობი ჩარლტონს, რომ ჟოზე არ შეესაბამება იუნაიტედის ფილოსოფიას). გვარდიოლას არასდროს არ გაუწვრთნია გუნდი ესპანეთის გარეთ, მაურინიოს კი არასდროს არ ახასიათებდა ლამაზი ფეხბურთი.

მაგრამ იდიალური კანდიდატურები არ არსებობენ. მაურინიოს და გვარდიოლას აყვანა უნდა ჩელსის და მანჩესტერ სიტის, პსჟ-ს და მილანს- თუ მათ ახლა გავუშვებთ, მაშინ მათ ვეღარასოდეს ვერ დავიჭერთ. და ამას მშვენივრად ხვდება ის ადამიანიც, რომელმაც შექმნა მანჩესტერ იუნაიტედი. ის, ვინც გადაწყვიტავს, როდის დასჭირდება წითელ ეშმაკებს ახალი მწვრთნელი-მწვრთნელი, რომელიც შექმნის ახალ დინასტიას და რომელიც იმუშავებს წარმატებულად წლების მანძილზე.

ფერგიუსონი დაუზარებლად უთმობდა გუნდს საკუთარ თავს. ამით მან, დაუბრუნა გუნდს თავისი დიდება. ამით მან მოიგო ორი ჩემპიონთა ლიგა. ამით მან გაზარდა ორი დიდი ფეხბურთელი რონალდოსა და რუნის სახით. ამით მან ჩამოაგდი ლივერპული თავის ადგილიდან. მან შექმნა ოლდ ტრაფორდზე გამარჯვების კულტურა, იგი ალბათ ხვდება რომ იუნაიტედი არც თუ ისე წარმატებული იყო ჩემპიონთა ლიგაზე და უარსაც არ იტყოდა იმაზე, რომ ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი ყოფილიყო მსოფლიოში. ალბათ, ყველაზე ბოლო რაც შეიძლება გააკეთოს მან გუნდისათვის-დაივიწყოს თავისი ოცნება. წავიდეს მანამ, სანამ დაეწევა დრო. წავიდეს, იმისათვის რომ პირველად 26 წლის განმავლობაში გაათავისუფლოს ადგილი ახალი მწვრთნელისთვის, რომელსაც თვითონ ფერგიუსონი აირჩევს.

ადრე თუ გვიან, იგი მაინც გადაინაცვლებს სამწვრთნელო სკამიდან, ვიპ-ლოჟაში-გაცვლის თავის აზრებს ბობი ჩარლტონთან, რაღაცაზე ისაუბრებს დევიდ გილთან. დამღლელი ვარჯიშების ნაცვლად-საინტერესო წიგნები და სასიამოვნო შეხვედრები. პრინციპული ფეხბურთელების მორჯულების ნაცვლად-სახლის სითბო და ოჯახის დიდება. ალბათ, ფერგიუსონი ისევ ხშირად მოიწვევს სახლში ახალგაზრდა მწვრთნელებს წითელ ღვინოზე და ისინიც დიდი სიამოვნებით მივლენ იმასთან, მაგრამ უკვე შიშის გრძნობის გარეშე. ალბათ, იგი სიცილით გაიხსენებს, თუ როგორ გაუხეთქა წარბი დავიდ ბექჰემს და უყვიროდა მსაჯებს. ასაკი, ხომ ყველას ლმობიერს ხდის.

გულსაწყვეტია? გეთანხმებით. მაგრამ, ამით ფერგიუსონმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმისათვის რომ შემდეგ არაფერზე არ იჯავროს.
სტატიები
23 კომენტარი
№11
ავტორი: always ReD
10 იანვარი 2013 17:56
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
კი ახლოსაა დაახლოებით 2-3 წელში am
0
№12
ავტორი: razma21
10 იანვარი 2013 18:09
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ბრავო ლაშა... ძალიან მაგარი სტატიაა, ბოლოსკენ ცრემლები მომადგა sad
0
№13
ავტორი: SAF
10 იანვარი 2013 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
3 წელი

მინიმუმ კიდევ.. likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№14
ავტორი: Esi
10 იანვარი 2013 18:43
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ კარგი სიახლეა.
0
№15
ავტორი: captain
10 იანვარი 2013 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მალადეც ლაშა, კარგია
0
№16
ავტორი: red devil
10 იანვარი 2013 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sg. Avtor magari statiaaa... Fergi ki geniosia

Sg. Avtor magari statiaaa... Fergi ki geniosia
0
№17
ავტორი: VaRdo
10 იანვარი 2013 19:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ლაშ დონე ხარ :*

ყველას და ყველაფერს აქვს როგორც დასაწყისი ისე დასასრული. ამ ქვეყანაზე მარადიული არავინ და არაფერია და ასევე შეუცვლელი! ფერგიუონის შეცვლა ბევრისთვის და ჩემთვისაც წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ შეიძლება მოვიდეს გვარდიოლა მოიესი ან ვინმე სხვა და გუნდმა უფრო დიდ წარმატებას უკვე ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწიოს. : ) არავინ არაფერი იცის ერთი რამ კი ნათელია ფერგიუსონის შეცვლა ძალიან რთული და ძალიან საპასუხისმგებლოა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№18
ავტორი: love united
10 იანვარი 2013 19:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
მოიესი ან კლოპი...უფრო მოიესი მაგრა მიყვარს ეგ კაცი... love
0
№19
ავტორი: VaRdo
10 იანვარი 2013 19:58
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: love united
მოიესი ან კლოპი...უფრო მოიესი მაგრა მიყვარს ეგ კაცი.


ეგ უკვე ფერგიუსონმა იცის თუ ვინ მოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№20
ავტორი: Ví Ví
10 იანვარი 2013 20:00
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ფერგიიიიიიიი <3 <3 <3 ვერ წარმომიდგენია იუნაიტედი შენს გარეშე :(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top