თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2016, 23:00
ავტორი: Darkness,
ნანახია: 2652,
კომენტარები: 13
რეშფორდი ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს
18 წლის თავდამსხმელს თავის გამოჩენის შანსი ექნება?
რეშფორდი ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი ევრო-2016-მდე ინგლისის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს, მაგრამ ტურნირზე არ გაემგზავრება.

ორშაბათს ინგლისელების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი 23-კაციან განაცხადს გამოაქვეყნებს, ასევე რეზერვებს, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ მოთამაშე ძირითადი განაცხადიდან, რომელიც ტრავმის მიღების შემთხვევაში ვერ გაემგზავრება საფრანგეთში.

The Guardian იუწყება, რომ როი ჰოჯსონი მოხიბლულია რეშფორდის ტალანტით, რომელსაც "იუნაიტედში" დებიუტი წელს ჰქონდა და ჯერ 21-წლამდე ნაკრებშიც კი არ აქვს შეხვედრა ჩატარებული.

გამოცემის ცნობით, რეშფორდმა შესაძლოა ითამაშოს ამხანაგური მატჩი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში უახლოეს მომავალში, მაგრამ იგი ვერ შეძლებს ამას 22 მაისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, რადგან "იუნაიტედს" 21 რიცხვში ინგლისის თასის ფინალი აქვს გასამართი.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2016 10:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: max_skyline
მაგარი ტალანტია და მასაც მალე მიეცემა შანსი მთავარია არ დაიკარგოს მომავალ სეზონში

ახალი ამბავი წავიკითხე ერთ ერთ საიტზე იბრა გადმოდისო და მაგ ამბავზე რამე ხომ არ იცით??დღეს გაიჩითა ეგ

რაღა ახალი, ეგ უკვე 3-4 თვის ამბავია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: GeorgeBest
15 მაი 2016 12:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს ჰოჯსონს თორე ექნებოდა ამასაც შანსი. ჯერ ყველაფერი წინ აქვს
0
№13
ავტორი: stepno
16 მაი 2016 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კარგიააა ძალიან

კარგიააა ძალიან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top