ფრანგული გამოცემა L'Equipe ირწმუნება, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" უკვე შეამოწმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის ენტონი მარსიალის ხელმისაწვდომობა.
"პარკ დე პრინსის" მკვიდრებმა პარასკევს დაადასტურეს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დედაქალაქურ კლუბს ეთხოვება და პსჟ მისი შემცვლელის პოვნას აპირებს.
ლორან ბლანს ისეთი ფორვარდის მიყვანა სურს, რომელიც სამ-ფორვარდიან სქემაში მარცხენა თავდამსხმელის როლს მოირგებს, ამისათვის მარსიალი ზედგამოჭრილი კანდიდატია.
თუმცა ბლანისთვის ცნობილია, რომ ფრანგის გადაბირება მას ძალიან გაუჭირდება, რადგანაც ის მხოლოდ გასულ წელს შეუერთდა "წითელ ეშმაკებს".
თუმცა თავისთავად ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება პარიზელებს გარკვეულ უპირატესობას აძლევს.