ადნან იანუზაი და მატეო დარმიანი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურის მატჩს გამოტოვებენ.
იანუზაიმ, რომელმაც "ვესტ ჰემთან" წაგებულ მატჩში ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა, ვარჯიშზე მიიღო ტრავმა და ლაზარეთში დარმიანს შეუერთდა. ბასტიან შვაინშტაიგერი და ლუკ შოუ ასევე ტრავმირებულები არიან.
უკეთესი ამბავი გავრცელდა ეშლი იანგის შესახებ, რომელიც ხვალ გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
როცა ლუი ვან გაალს ჰკითხეს, იანუზაი და დარმიანი 21 მაისს ინგლისის თასის ფინალში მოახერხებენ თუ არა თამაშს, მან უპასუხა: "შეიძლება დაბრუნება შეძლონ".