სანამ ბასტიან შვაინშტაიგერი ფეხბურთის თამაშს ვერ ახერხებს, სარეკლამო ბრძოლისთვის ემზადება.
მობილური თამაშის Clash of Kings-ისთვის სარეკლამო ვიდეოს გადაღებისას მსოფლიო ჩემპიონი წვერსა და სამეფო აღჭურვილობაში მოგვევლინა, რადგანაც არმიასთან საბრძოლველად ემზადება.
DCMN-ის მიერ მანჩესტერში გადაღებული რეკლამა იმით იწყება, რომ შვაინშტაიგერი ჯართან ერთად საბრძოლველად მიდის, მაგრამ მას მოულოდნელად გაზონის საკრეჭი აპარატი გამოაფხიზლებს და აღმოაჩენს, რომ საფეხბურთო მოედანზე მობილური ტელეფონით ხელში დგას.
30-წამიანი რეკლამა გერმანულ ტელევიზიებში მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში გავა.
გთავაზობთ საუკეთესო სცენების ამსახველ ფოტოსურათებს: