გერმანელი ნახევარმცველი საფრანგეთში ნაკრებთან ერთად იქნება.
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის მსოფლიო ჩემპიონების შემადგენლობა დაასახელა.
ერთადერთი ცვლილება იმ გუნდთან შედარებით, რომელმაც გასულ თვეში პოლონეთი და შოტლანდია დაამარცხა, პირველად გამოძახებული ბერნდ ლენოა, რომელიც მანუელ ნოიერთან და მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ერთად მეკარის პოზიციას დაიკვებს.
შესაბამისად შემადგენლობაში მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც ამჟამად ტრავმას იშუშებს. როგორც ჩანს, გერმანელი ევროპის ჩემპიონატისთვის მწყობრში იქნება.
სრული შემადგენლობა:მეკარეები: მანუელ ნოიერი (მიუნხენის "ბაიერნი"), ბერნდ ლენო (ლევერკუზენის "ბაიერი"), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა")
მცველები: ჟერომ ბოატენგი (მიუნხენის "ბაიერნი"), მატიას გინტერი, მატს ჰუმელსი (ორივე დორტმუნდის "ბორუსია"), იონას ჰექტორი ("კიოლნი"), სებასტიან რუდი ("ჰოფენჰაიმი"), ემრე ჯანი ("ლივერპული"), შკოდრან მუსტაფი ("ვალენსია").
ნახევარმცველები: კარიმ ბელარაბი, კრისტოფ კრამერი (ორივე ლევერკუზენის "ბაიერი"), ილკაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ორივე "დორტმუნდის "ბორუსია"), ტომაშ მიულერი (მიუნხენის "ბაიერნი"), ანდრე შურლე ("ვოლფსბურგი"),
ბასტიან შვაინშტაიგერი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მესუთ ოზილი ("არსენალი"), ტონი კროოსი ("რეალი"), ლუკაშ პოდოლსკი ("გალათასარაი")
თავდამსხმელები: მარიო გიოტცე (მიუნხენის "ბაიერნი"), მაქს კრუზე ("ვოლფსბურგი"), კევინ ფოლანდი ("ჰოფენჰაიმი").
წყარო:
bundesliga.com