ენტონი მარსიალი ერთადერთია "იუნაიტედის" ორ ფრანგ ფეხბურთელთა შორის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების რიგებში მოხვდა.
დიდიე დეშამმა უკვე დაასახელა 23-კაციანი იგივე განაცხადი, რომელმაც მის გუნდს ჰოლანდიისა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ მარტში დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.
განაცხადში ვერ მოხვდა "იუნაიტედის" ნახევარმცველი მორგან შნეიდერლინი, ამიტომ "წითელ ეშმაკებს" "მამლების" რიგებში მხოლოდ ენტონი მარსიალი წარადგენს.
მორგანს ჯერ კიდევ აქვს ნაკრებთან ერთად გამგზავრების შანსი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ 23-კაციანი შემადგენლობის რომელიმე ფეხბურთელი ტრავმის ან სხვა მიზეზის გამო ტურნირზე ვერ წავა და მწვრთნელი არჩევანს მასზე შეაჩერებს.
სრული შემადგენლობა:
მეკარეები: უგო ლორისი ("ტოტენჰემი"), სტივ მანდანდა ("მარსელი"), ბენუა კოსტილი ("რენი")