"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა პირადად დაადო ვეტო რენატუ სანჩესის შეძენას, რომელმაც გუშინ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი გააფორმა.
"ბაიერნის" მიერ "ბენფიკადან" სანჩესის შეძენა 27.5 ფუნტად ინგლისში გასაკვირ ამბად მიიღეს, რადგანაც მანამდე "იუნაიტედი" ითვლებოდა პორტუგალიელი ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენაში ფავორიტად.
"წითელი ეშმაკების" სკაუტები ნამდვილად აკვირდებოდნენ 18 წლის სანჩესს და "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები ფეხბურთელის შესაძენად დიდძალი თანხის გადახდასაც აპირებდნენ, მაგრამ ტრანსფერი ვან გაალმა დაბლოკა.
აღსანიშნავია, რომ "ოლდ ტრაფორდიდან" ვან გაალის წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები სულ უფრო არააქტუალური ხდება.
ის ფაქტი, რომ ჰოლანდიელი ხელმძღვანელობას მითითებებს აძლევს, იმის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვან გაალი "იუნაიტედში" რჩება.