"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ადიდასმა" დღეს კლუბის ახალი გასვლითი ფორმა წარმოადგინეს 2016/17 წლების სეზონისთვის.
ახალი გასვლითი ფორმა ლურჯი ფერის იქნება, რომელსაც წითელ ფერში "ადიდასისა" და "იუნაიტედის" ლოგო ექნება. მხრებზე სამი ზოლი, შიდა საყელოზე კი "წითელი ეშმაკის" გამოსახულება ჩანს.
მაისური ტრადიციული ფორმის იქნება გრძელი და მოკლე სამკლაურებით, ხოლო ბავშვებისა და ქალებისათვის სპეციალური გამოცემა გამოვა. მეკარის მაისური, რომელსაც ფოტოზე დავიდ დე ხეა წარმოადგენს, ტრადიციულად მწვანე ფერის იქნება. ორივე ფერის ფორმას "ადიდასისა" და "შევროლეს" ემბლემები დაერთვება.
ფეხბურთელები აღნიშნულ ფორმას პირველად 22 ივლისს შანხაიში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩში მოირგებენ.
ეს პირველი შემთხვევაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი სეზონისთვის საშინაო ფორმაზე ადრე გასვლითი ფორმა წარადგინა.