თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2342,
კომენტარები: 18
კერიკი: "უფრო ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა"
მაიკლ კერიკი თავის ყოფილ გუნდთან მატჩს გამოეხმაურა.
კერიკი:
მაიკლ კერიკმა "ვესტ ჰემთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების გამო იმედგაცრუება გამოხატა.

"წითლები" მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 2-1 იგებდნენ, მაგრამ "ჩაქუჩებმა" დარჩენილ დროში ორი უპასუხო ბურთის გატანა შეძლეს და შეხვედრა 3-2 მოიგეს. მაიკლ ანტონიომ და უინსტონ რიდმა დე ხეას კარი თავური დარტყმით აიღეს, კერიკი კი ფიქრობს, რომ მისი თანაგუნდელები სტანდარტულ მდგომარეობას ვერ გაუმკლავდნენ.

"კარგი არ არის, რაც მოხდა. მატჩში დავბრუნდით, მაგრამ მერე ჩვენს თავს ვერ დავეხმარეთ და ბევრჯერ დავარღვიეთ თამაშის წესი. უფრო ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა.

ბურთის საჯარიმოში ჩატანის საშუალებას ვაძლევდით, რაც ჩვენზე ზეწოლას ზრდიდა. ბოლოს სწორედ ამის ხარჯზე მოიგეს მატჩი, ჩვენ კი იმედგაცრუებულები დავრჩით"
, - განაცხადა კერიკმა.

"იუნაიტედმა" დიაფრა საკჰოს მიერ გატანილ გოლს ენტონი მარსიალის დუბლით უპასუხა, რამაც კერიკი მოხიბლა.

"კვლავ ბრწყინვალე იყო. ნამდვილად სახიფათოა, არა? შესანიშნავი სეზონი აქვს".

მატჩი ავტობუსზე თავდასხმის გამო 45 წუთით გვიან დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კერიკი ამას თავის გამართლების საშუალებად არ მიიჩნევს: "მატჩის დაწყებამდე რაც უნდა მომხდარიყო, ამას უნდა შევგუებოდით. აქ ვიყავით, მზად ვიყავით და მოსამზადებლად ერთ საათზე მეტი გვქონდა. ეს არ არის გამართლების მიზეზი.

მატჩს 2-1 ვიგებდით, საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება სავსებით შესაძლებელი იყო. დავწინაურდით და ეს უნდა შეგვენარჩუნებინა. უკეთესად უნდა გვეთამაშა. თამაში უნდა მოგვეკლა, მატჩი გაგვეკონტროლებინა, მაგრამ მათ შეხვედრაში დაბრუნების საშუალება მივეცით".


წაგების შემდეგ "იუნაიტედი" მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" ორი ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი ერთადერთი მატჩია დარჩენილი.

"ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ახლა ასეთი სიტუაცია გვაქვს. "ვესტ ჰემთან" მატჩამდე ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ ხელიდან გავუშვით. ჩვენი ბოლო მატჩი უნდა მოვიგოთ და მერე ვნახავთ, რა მოხდება"


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Lee Sharpe
11 მაი 2016 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: giorgiginturi
ილოცეთ რომ, სუონსიმ ივაჟკაცოს და ფრე მაინც ითამაშოს შანსი რომ დაგვრჩეს......

შანსი გვექნება იმ შეხვედრაში ადგილის გაყოფა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე რომ ხდებოდეს როგორც ლა ლიგაშია, თუ თანაბარი ქულები დავაგროვერთ ბურთის შეფარდების ხარჯზე სიტიზენები გავლენ ლიგაზე თუ რაღAთქმაუნდა ასტრონომიული ანგარიშით არ მოიგო იუნაიტედმა ბორნმუთთან და გაიუმჯობესა მაგ კუთხით მდომარეობა რაც გამორიცხულია და სასაცილოა მაგაზე ფიქრი, ჩვენს ხელთ იყო ყველაფერი და გაანიავეს რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ყველა ვხვდებით ამას
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
11 მაი 2016 16:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
თავის თავს დააბრალონ
0
№13
ავტორი: gela-manchesteri
11 მაი 2016 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
angry
0
№14
ავტორი: JuanMata
11 მაი 2016 18:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093

"ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ახლა ასეთი სიტუაცია გვაქვს. "ვესტ ჰემთან" მატჩამდე ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ ხელიდან გავუშვით. ჩვენი ბოლო მატჩი უნდა მოვიგოთ და მერე ვნახავთ რა მოხდება"?



მეტი რაღა უნდა მოხდეს, პელეგრინის უნდოდა ალბათ გუარდიოლა დაეტოვებინა ლიგის გარეშე :დდ
მაგრამ ვან გაალმა არ ქნა :დ
0
№15
ავტორი: Mufc7
11 მაი 2016 19:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ ხელიდან გავუშვით

angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№16
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 მაი 2016 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სხვის იმედებზე ყოფნა ყელშია უკვე ამოსული derpwhy
0
№17
ავტორი: mutlismokvaruli
11 მაი 2016 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
რომც გავიდეთ ლიგაზე რა აზრი აქ რო ისევ ეს თავცენზურა იქნება და ჩავრჩებით ჯგუფში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top