თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2013, 00:29
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2291,
კომენტარები: 11
პოლ ინსი თავის ვაჟს დარჩენას ურჩევს
პოლ ინსი: "აზრი არა აქვს "მანჩესტერში" გადასვლას, თუ მას საკმარისი დრო არ მიეცემა"
პოლ ინსი თავის ვაჟს დარჩენას ურჩევს
2011 წელს „ლივერპულის“ მიერ დაწუნებული ტომი გაემართა „ბლექპულში“ სადაც მიიღო კარგი გამოცდილება და სასურველი გახდა პრემიერ ლიგის გრანდებისთვის. ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პოლ ინსი, მიიჩნევს, რომ მისი შვილისთვის, ტომისთვის ცუდი იქნება „ლივერპულში“ ან „იუნაიტედში“ გადასვლა თუ ის ვერ შეძლებს ხშირად ძირითად შემადგენლობაში თამაშს.
პოლ ინსი, რომელიც თავად თამაშობდა ამ ორი ინგლისური გრანდის შემადგენლობაში, თვლის, რომ მისი 20 წლის შვილი მზადაა პრემიერ ლიგაში სათამაშოდ, თუმცა მან კარგად უნდა მოიფიქროს რომელ გუნდთან გააფორმოს კონტრაქტი“
„მას ხშირად უკავშირებენ ლივერპულს, თუმცა მე არადროს მითქვამს, რომ ის მერსესაიდელებთან გადასვლას აპირებდა. თვითონაც არასდროს უთქვამს, რომ „ბლექპულის“ დატოვება უნდა“
„მე ვგრძნობ, რომ ის მზადაა პრემიერ ლიგაში სათამაშოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის გუნდს იანვარში ან შემდეგ სეზონში დატოვებს. თუმცა ვინ იცის? ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“
„მე ვიცი, რომ ის მზადაა მაღალ დონეზე სათამაშოდ, მაგრამ აზრი არა აქვს პრემიერ ლიგის გუნდში გადასვლას, თუ ის ხშირად ვერ ითამაშებს. ეს ხელს შეუშლის მის განვითარებას. სადაც არ უნდა გადავიდეს, მას უნდა მიეცეს შანსი და საკმარისი დრო, თავის წარმოსაჩენად.“
„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ გუნდებზე როგორიცაა, „ლივერპული“, „იუნაიტედი“ და „ბარსელონა“, იქ გადასვლა ყოვლად უაზრო იქნება, თუ ვერ ითამაშებ ფეხბურთს. ჩემი აზრით, ჯობია, რომ ის „ბლექპულში“ დარჩეს და ითამაშოს ყოველ კვირა“
- განუცხადა პოლმა Sky Sports-ს

წყარო: www.fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
10 იანვარი 2013 20:23
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
...RooNeY...FaN...,
megustamucho
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top