თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2013, 22:35
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2030,
კომენტარები: 14
სერ ალექსი რონალდოზე და სუარესზე
სერ ალექსი გამოტყდა, რომ კრიშტიანო რონალდოს თვლის სრულყოფილ ფეხბურთელად, რომელსაც მინდორზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია...
სერ ალექსი რონალდოზე და სუარესზე
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ოთხჯერ დათმო "ოქროს ბურთი". ამის და მიუხედავად სერ ალექს ფერგიუსონი, კრიშტიანო რონალდოს იდეალურ ფეხბურთელად თვლის, რომელსაც შეუძლია ყოველთვის განვითარდეს: "გონება მახვილობა, ბევრ კარგ რამეს მოგიტანთ. როდესაც მე დავესწარი ჩემპიონთა ლიგის მატჩს, "მანჩესტერ სიტისა" და "რეალს" შორის, დავინახე რამოდენიმე კარგი გადაწყვეტილება ბურთთან, რომელიც კრიშტიანომ განახორციელა. მისი თამაში – ერთი შეხებაა. იმ ექვსი წლის განმავლობაში, რომელშიც ის ჩვენთან იმყოფებოდა, ჩვენ ყოველთვის ვხედავდით მის პროგრესს." – განუცხადა სერ ალექსმა Daily Mail.

"ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ის შემდგარი ფეხბურთელია, რომელსაც მინდორზე ყველაფრის გაკეთების ძალა შესწევს. სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, გამოცდილება და ტექნიკა მას სრულყოფილს ხდის. ცხადია, "რეალთან" შეხვედრას ფინალში უფრო ვისურვებდით. ეს დიდი მოვლენა იქნება, იმიტომ რომ, შერკინება, მსოფლიოს ორ უდიდეს კლუბს შორის გაიმართება. ვფიქრობ, რომ დიდი თამაშების მომსწრენი გავხდებით."

ასევე სერ ალექსმა განაცხადა, რომ წინა წელს ლუის სუარესის საქციელი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირების დროს, იყო ნამდვილი "კატასტროფა". გასულ სეზონში, შეხვედრის დაწყებამდე კენი დაგლიშმა, სუარესს თხოვა, რომ ევრასთვის ხელი ჩამოერთმია, მაგრამ ურუგვაელმა ეს არ გააკეთა, საბოოლოდ კი მატჩის შემდგომ, მან ბოდიში მოუხადა ევრას. წინა სეზონში, "ენფილდზე" გამართულ მატჩში, ფეხბურთელებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რაც სერ ალექსის აზრით თამაშს კარგი ატმოსფერო შემატა: "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის შეხვედრაში, ყოველთვის იგრძნობა დამატებითი ზეწოლა. ყველაფერი, ეს კი წინასამატჩო განხილვების დროს ხდება ექსპერტების მიერ და გულშემატკივრების მოლოდინში."

"წინა წელს მომხდარი სუარესის, საქციელი უბრალოდ სისულელე იყო. ვიმედოვნებ, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, კვირას გასამართ მატჩში. ყველა სულმოუთმენლად ელის ამ მატჩს."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
10 იანვარი 2013 00:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რეალსაც დავურხევთ და ლივესაც
0
№12
ავტორი: buka oboladze
10 იანვარი 2013 02:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რონალდოს ისევ წითელ ფორმაში ნახვა საოცრად მინდა რა, ახლა ვუყურებდი რეალი სელტას თურაღაცას მთელ გუნდს ეგ ათრევს, ძალიან მაგრად თამაშობს love
0
№13
ავტორი: Shako Jones
10 იანვარი 2013 13:32
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რონალდოს მანჩესტერში ყველანაირი ტიტული ჰქონდა მოგებული ინდივიდუალურიც და გუნდურიც !
0
№14
ავტორი: born_2b_red
10 იანვარი 2013 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 101
იმედია იმ ცენზურა სუარესს სტვენით დაყრუებენ ოლდ ტრაფორდზე!
ატანა არ მაქვს რა!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top