თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2016, 21:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3164,
კომენტარები: 11
გადამწყვეტი კვირა
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
გადამწყვეტი კვირა
სალამი ყველას.

კვირას მანჩესტერში ისე ცხელოდა, თითქოს უკვე ზაფხული დამდგარიყოს. "ნორვიჩის" დამარცხება გაგვიხარდა. ახლა პრემიერ ლიგაში ბოლო კვირა იწყება. ბოლო აჩქარების გაკეთებაღაა სააჭირო, რათა მეოთხე ადგილზე გადავიდეთ. ეს ყველას გვსურს. მერე კი გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ 21 მაისს ინგლისის თასი მოვიგოთ.

"ქეროუ როუდზე" გამარჯვების შემდეგ შესანიშნავი სულსკვეთება გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ "ნორვიჩი" გადარჩენისთვის იბრძვის, მატჩი რთული და არც ისე სანახაობრივი გამოდგა. მაგრამ მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს სამი ქულა. გამიმართლა, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე. ნამდვილად მაკავშირებს "ნორვიჩთან" კარგი მოგონებები. მათ რამდენიმეჯერ გავუტანე, რომელთა შორის ჩემი სადებიუტო ინგლისური გოლიც არის. შაბათს გატანილი გამარჯვების გოლი უპირველეს ყოვლისა ჩვენი შრომის სურვილსა და ბოლომდე საუკეთესოს რწმენას აჩვენებს. ამას შეიძლება დადებითი გავლენა ჰქონდეს სეზონის შედეგების მიღწევისათვის ძალების გადანაწილებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლის გაგრძელება, მით უმეტეს "სიტისა" და "არსენალის" ფრის შემდეგ.

ახლა ზეიმის დრო არ არის. სამშაბათს არანაკლებ რთული მატჩი გველოდება, თუ უფრო რთული არა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო გასვლით მატჩში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ვთამაშობთ. მატჩი განსაკუთრებული იქნება, ეს ხომ ბოლო ოფიციალური შეხვედრაა "ბოლეინ გრაუნდზე", სადაც "ვესტ ჰემი" 112 წელია თამაშობს. იქ სერ ბობი მურის სული იგრძნობა და ეს ადგილი ინგლისური ფეხბურთის ისტორიით არის სავსე. ჩვენთვის პატივი იქნება იქ თამაში და ბოლო გამარჯვების მოპოვება. ამ სეზონში "ვესტ ჰემი" - ძალიან რთული მეტოქეა. ჩვენთვის ცხადზე ცხადია, რამეთუ მათ ინგლისის თასზე ვეთამაშეთ. მეშვიდე ადგილი უჭირავთ. ამ გუნდში შრომისმოყვარეობა ნიჭს ერწყმის. შემთხვევითი არ არის.

კვირას კი სეზონის საშინაო მატჩს ჩავატარებთ. ყოველთვის მშვენიერია, როცა გულშემატკივარს მშობლიურ სტადიონზე ემშვიდობები, ჩვენ ხომ ისინი ვანერვიულეთ. ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება, რადგან "უემბლისთვის" ძალებს შეგვმატებს. 15 მაისს "ბორნმუთს" ვეთამაშებით. გუნდი უკვე გადაურჩა გავარდნას, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს "ოლდ ტრაფორდზე" კომფორტული გამარჯვების მოსაპოვებლად.

სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ რუმინეთიდან, სადაც ბუქარესტის "დინამოს" ფეხბურთელი პატრიკ ეკენკი მოედანზე შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. მათ ნათესავებსა და ახლობლებს ვუთანაგრძნობ.

დაბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემს საიტზე ჩატარებულ გათამაშებაში მონაწილეობისათვის. უმეტესმა თქვენგანმა ყველა კითხვას ზუსტი პასუხი გასცა. ასეთ გათამაშებებს ხშირად მოვაწყობ.

სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
10 მაი 2016 15:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ამ სეზონში ვეღარაა ისეთი როგორც ადრე იყო, მთელ გუნდთან ერთად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top