ფრანგი კლუბს ვერ დაეხმარება.
გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედის" ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი, პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრას "ვესტ ჰემთან", რომელიც ხვალ საღამოს გაიმართება, ტრავმის გამო გამოტოვებს.
მოგეხსენებათ, "სიტისა" და "არსენალს" შორის გამართული შეხვედრა, რომელიც ფრედ 2-2 დამთავრდა, "იუნაიტედს" რეალურ შანს უტოვებს ოთხეულში მოსახვედრად, ამისთვის კი მომდევნო 2 მატჩში გამარჯვებაა საჭირო. გამოდის, რომ ყველაფერი კლუბის ხელთაა.
The Telegraph-ის ცნობით, "იუნაიტედს" "ვესტ ჰემთან" გამარჯვების მოპოვება კლუბის ამჟამინდელი ბომბარდირის, ენტონი მარსიალის გარეშე მოუწევს.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა დაზიანება წინა კვირას, "ნორვიჩთან" გასამართ მატჩამდე გახურებისას მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით მას მუხლის ტრავმა აქვს, თუმცა დიდი ალბათობით პრემიერ ლიგის უკანასკნელ მატჩს, რომელშიც კლუბი "ბორმუთს" დაუპირისპირდება სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
წყარო:
sportsmole.co.uk