თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2249,
კომენტარები: 17
შერინგემი: "იუნაიტედი" შიშის მომგვრელი აღარ არის"
ტედი შერინგემი გუნდის ნაკლზე საუბრობს.
შერინგემი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი ფიქრობს, რომ კლუბს შიშის ფაქტორი აკლია.

ყოფილმა "წითელმა ეშმაკმა", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ცნობილ ფინალში 1999 წელს მიუნხენის "ბაიერნს" გოლი გაუტანა, ლუი ვან გაალის სათამაშო სტილი და მისი ფეხბურთელები გააკრიტიკა.

ტრებლის მომგები შერინგემი ფიქრობს, რომ ჰოლანდიელი "ოლდ ტრაფორდს" ინგლისის თასის მოგების შემთხვევაშიც კი დატოვებს.

"ისინი ნამდვილად არ თამაშობენ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დამახასიათებელ ფეხბურთს. ამას ნამდვილად არ ელი. საკმაოდ სასაცილოა, მაგრამ მაგალითად გამოვიყენებ "ლესტერს", რომელიც რამდენიმე წლის წინ პრემიერ ლიგაში საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თუ "ლესტერთან" ჩავიდოდით და შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიში 0-0 იყო, "ლესტერის" ფანები აბსოლუტურად მოხარულები იქნებოდნენ იმის გამო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფრე ითამაშეს. ახლა ასეთ რამეს ვერ იგრძნობ.

ეს შიშის ფაქტორი აკლიათ. "მანჩესტერ იუნაიტედი" არ დადის ქალაქში და არ ამბობს: "თქვენს დასამარხად მოვდივართ და თუ ჩვენი შეჩერება გინდათ, უნდა გამაგრდეთ".

ახლა ისე ხდება, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შეგიძლია ჩახვიდე და შედეგს მიაღწიო, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დამახასიათებელი არ არის.

სერ ალექს ფერგიუსონის ეთიკა იმაში მდგომარეობდა, რომ მოწინააღმდეგე ჩვენთან ერთად ვერ დარჩებოდა. არა უშავს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" გაცილებით უკეთ უნდა თამაშობდეს, ვიდრე თამაშობს.

არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ინგლისის თასი ვან გაალისთვის საკმარისი არ იქნება პოსტის შესანარჩუნებლად. ვიცი რას ნიშნავს სამსახურის დაკარგვა. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაფერი უკეთ უნდა იყოს",
- განაცხადა შერინგემმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: giorgiginturi
9 მაი 2016 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ყველაფერი გარკვევით თქვა კაცმა!!!
და თან ყველაფერი სიმართლე, რაოდენ სამწუხაროც არუნდა იყოს შენთვის ლუიიიი.............ადე აუდე აახვიე,, და ის ინატრე რომ ლივერპულმა ევროპა ლიგა ვერ მოიგოს თორემ, სიტის რომც გადავასწროთ და ვესტჰემსაც და ბორნმუთსაც მოუგო, არამგონია რამემ გიშველოს....არსენალს ხომ ვერ აჯობებ? არამგონია ისე გატეხოს
რომ ასტონ ვილამ გასვლა მოიგოს wink
0
№12
ავტორი: shotkin
9 მაი 2016 15:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბაზარი არაა 100 % იანია ტედი ამრა ეხლა არ ღირს ესეტი რამეების თქმა როცა გუნდს გამხნევება ჭირდება მნიშვნელოვანი თამაშის წინ
0
№13
ავტორი: gela-manchesteri
9 მაი 2016 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
სანამ ეს სი რი აქაა ვარწესი გველის
0
№14
ავტორი: The Special One
9 მაი 2016 15:46
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: pere
ციტატა: ვახო ( G G M U)
ციტატა: pere
მართალი ხარ ტედი, მაგრამ არც ახალი მწვრთნელის მოსვლა იქნება გამართლებული, რადგან ისევ ერთი წელი უნდა ვუყუროთ გუნდის საადაფტციო პერიოდს. ისევ ჯობია, მისცენ შანსი ბლოკნოტას თან სანამ მოვიდოდა თქვა, რომ 3 წელი ჭირდებოდა და ვნახოთ იქნებ შეასრულოს სიტყვა

რაღა შანსი უნდა მისცენ??? მეორე წელია ოთხეულს ვნატრობთ და ამას კიდე შანსი უნდა??? როგორ გგონია ვან გაალი შეიცვლება??? რომც დატოვონ ისევ ისე იქნება შენდეგ წელსაც როგორც ეხლაა. ისევ ოთხეული მოგვენატრება და ისევ თვალები უნდა დაგვეთხაროს ამათი ყურებით areyoukiddingme

ხო ბაზარი არაა მაგრამ პროგრესი აშკარად იგრძნობა, რომ არა ბევრი ტრავმები და ზამთარში ზედიზედ ის 7 ჩაგდებული მატჩი ახლა ძალიან მაგრად ვიქნებოდით. თან დაცვის თამაშიც გამოსწორდა წელს, ასე რომ შეტევას გააძლიერებს და იქნებ დადოს რაიმე შედეგი. რავი მოურინიო რო მოვიდეს ორ წელი იყოს რა გამოვა მასე თორე, ერთი წელიც ვაცალოთ ვან გაალს და თუ მერე უკვე კაი გუნდს ჩამოაყალიბებს გადააბარებს გიგზსს გაისად

ის შვიდი ჩაგდებული თამაში ვისი ბრალია?ზუსტად მაგ უაზრო ქულებს რო კარგავს იმიტოა 4-ეული სანატრელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№15
ავტორი: hemi
9 მაი 2016 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ტედი 100% ხარ ყველა კარგად ხედავს რას დაამსგავსა ამ პიტალომ გუნდი მარა რათ გინდა ტიპმა ისტორია არ იცის და გუნდს როგორ უნდა უხელმძღვანელოს? გასაშვევია სასწრაფოდ დიდი შეცდომა დაუშვეს ზამთარშო რო არ გააპანღურეს
0
№16
ავტორი: stepno
10 მაი 2016 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არადა დატოვებენ უეჭველი areyoukiddingme
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
10 მაი 2016 14:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ვეთანხმები ყველაფერში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top