თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2560,
კომენტარები: 16
ლინგარდი "იუნაიტედის" დუეტს აქებს
ჯესი ლინგარდი თანაგუნდელებზე საუბრობს.
ლინგარდი
ჯესი ლინგარდს მიაჩნია, რომ ანდერ ერერა და უეინ რუნი "ნორვიჩ სიტისთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებაში შეტანილი წვლილის გამო შექებას იმსახურებენ.

ხუან მატამ შეხვედრის ერთადერთი და შესაბამისად გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ ლინგარდი თვლის, რომ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა ანდერ ერერამაც, რომელმაც შემადგენლობაში ტრავმირებული ენტონი მარსიალის ადგილი დაიკავა, ხოლო უეინ რუნიმ, თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშა.

"გახურებისას ენტონის ტრავმის გამო შეტევაში უაზა დავაყენეთ და მან კარგად ითამაშა. სასარგებლო იყო და კარგი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

როცა ფეხბურთელი გუნდში ხშირად ვერ ხვდება, წესით უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ანდერი შემოვიდა და ნახევარდაცვაში ენერგია შეგვმატა",
- განაცხადა ინგლისელმა.

ლინგარდს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ ანგლიაში არსებულმა მაღალმა ტემპერატურამ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს გადარჩენისთვის მებრძოლი "ნორვიჩის" წინააღმდეგ ბრძოლაში ხელი შეუშალა.

"რთულ პირობებში ვიმყოფებოდით- სველი მოედანი, ბრძოლა და სიცხე. ასეთ ამინდში თამაშს შეჩვეულები არ ვართ, მაგრამ უნდა შევეგუოთ მომდევნო რამდენიმე კვირაში - უმნიშვნელოვანეს რამდენიმე კვირაში.

ვფიქრობ, კარგად შევეგუეთ. გრძელ პასებს ვიყენებდით იმის გამო, რომ დაცვაში ღრმად ჩავიდნენ. ამან საქმე გაგვირთულა, მაგრამ მაინც გამოვნახეთ პრობლემის გადაჭრის საშუალება. მათგან უფრო მეტ ზეწოლას ველოდი, მაგრამ თამაშის ნებას გვაძლევდნენ, გვქონდა ბურთით მოქმედებისათვის საჭირო დრო.

წინა კვირას "ლესტერთან" მატჩისგან უფრო მეტი უნდა მიგვეღო, ასე რომ, "ნორვიჩთან" მოგება კარგი იყო".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Esi
9 მაი 2016 21:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ისევე მსჯელობ როგორც თამაშობ შენი მარადპერსპექტიული დდშვც
0
№12
ავტორი: RojoDiablo
9 მაი 2016 21:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერერა ძალიან მაგრად ვერა, მაგრამ საკმაოდ კარგად ეხმარებოდა მარჯვენა ფლანგს. ხანდახან სრულიად უაზრო გადაწყვეტილებას იღებდა, მაგრამ მატა და ანდერი მემგონი დღეს ერთადერთნი არიან, ვინც პასებს რისკავენ. ვან გაალს მაგიტომაც არ მოსწონს ალბათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: hemi
9 მაი 2016 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეს მარტო ლაპარაკით და კომენტარებით რო შემოიფარგლოს და თამაშს თავი დაანებოს არა? მინიმუმ იუნაიტედს მაინც შეეშვას, ჰა კაი ძირითადს მაინც
0
№14
ავტორი: stepno
10 მაი 2016 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუ ლინგარდის იმედად ყოფნა არ მინდაა რაა ნორმალური ფეხბურთელები დაითრიეთ ბიჭოო რაგჭირთ მანჩესტერია თუ პსვ ვეღარ გავიგეე
0
№15
ავტორი: hemi
10 მაი 2016 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: stepno
აუ ლინგარდის იმედად ყოფნა არ მინდაა რაა ნორმალური ფეხბურთელები დაითრიეთ ბიჭოო რაგჭირთ მანჩესტერია თუ პსვ ვეღარ გავიგეე

მეც ეგრე ვფიქრობ მარა გამეცინა ახლა შენს კომენტარზე მაინც, პსვ იძახე და კი მოიგეს ჩემპიონატი და ჩვენ აგერ მეოთხე ადგილისთვის ვწვალობთ
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
10 მაი 2016 12:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ვესთ ჰემს თუ ვერ მოიგეს...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top