ჯეიმი კარაგერმა მარუან ფელაინის უხეში უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ბელგიელი პრემიერ ლიგაში აღარასდროს ითამაშებს.
ფელაინი "ლესტერ სიტისთან" მატჩში რობერტ ჰუტის წინააღმდეგ გამოვლენილი არასპორტული საქციელის გამო საფეხბურთო ასოციაციამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარუანი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ვეღარ ითამაშებს.
სატელევიზიო გამეორებებზე ჩანდა, რომ ფელაინის ასეთი საქციელი ჰუტის უხეშობით იყო გამოწვეული. "ლესტერის" მცველმა ბელგიელს თმაზე მოქაჩა.
კარაგერს კი მიაჩნია, რომ მარუანი უფრო დიდ სასჯელს იმსახურებდა და ის არც "კრისტალ პალასთან" სათასო ფინალში უნდა იღებდეს მონაწილეობას.
"ერთი და იგივე სასჯელი როგორ მიიღეს? ერთ-ერთი იდაყვს მთელი ძალით ურტყამს და იცის, რომ ამას ზიანის მიყენება შეუძლია. მეორე კი მხოლოდ თამზე ქაჩავს. ორივე, როგორღაც სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.
რაც უფრო ხშირად ვიხსენებ მარუან ფელაინისა და რობერტ ჰუტის სასჯელს, მით ნაკლებად მესმის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილების. ჰუტი, "ლესტერის" ზღაპრის დიდი გმირი, თავისი გუნდის ზეიმს იმ ინციდენტის გამო ტოვებს, რომელიც სკოლის ეზოს გახსენებს.
ფელაინი კი სეზონს ინგლისის თასის ფინალში დაასრულებს. ვინმეს თმაზე მოქაჩვით იმავე ზიანის მიყენება შეუძლია, რაც იდაყვის ჩარტყმას? არა. მილიონი წელი არა.
არასწორია, რომ "მანჩესტერ იუანიტედისთვის" დიდ დღეს ის 21 მაისს "კრისტალ პალასთან" ხელმისაწვდომი იქნება. ჩემი პირადი სურვილია, მან აღარასდროს ითამაშოს პრემიერ ლიგაში.
მარუანი ხშირად იმეორებს შეტევას და ეს უკვე იმდენში გადადის, რომ ხალხი ვეღარ დაიცავს მას იმის თქმით, რომ მაღალია და მხრებს ასე იყენებს.
როცა 2008 წელს პირველად მოვიდა პრემიერ ლიგაში, როგორც "ევერტონის" რეკორდული შენაძენი 15 მლნ. ფუნტად, პირველ ორ თვეში ხუთჯერ დასაჯეს. ვარაუდი, უნდა ითამაშოს თუ არა კიდევ, იქნება მომწიფება აკლია. მაგრამ უკვე რვა წელი გავიდა და ის არ შეცვლილა.
ფაქტი ჯიუტია. ინგლისში მოსვლის დღიდან ყველა ტურნირზე მან 61-ჯერ მიიღო სასჯელი და სამი წითელი ბარათი დაიმსახურა. 18 მატჩი სასჯელის გამო გამოტოვა, მათ შორის სამი "სტოკის" მცველის რაიან შოუქროსისთვის თავში ჩარტყმის გამო, როცა დევიდ მოიესის "ევერტონში" თამაშობდა.
ის არის უხეში მოთამაშე ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. ამ ტერმინს აშკარად არ ვიყენებ, მაგრამ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაფერისი ფეხბურთელი არც ფორმით არის და არც უნარებით.
როცა "გუდისონ პარკი" დატოვა და "ოლდ ტრაფორდე" გადავიდა, არასდროს დამიჯერებია, რომ მოერგებოდა იქაურობას, აზრის შეცვლის მიზეზი კი არასდროს მომცემია. დიახ, კარგი ფეხბურთელია გარკვეული უნარებით, მაგრამ "იუნაიტედის" სტანდარტებს საერთოდ არ შეესაბამება".