თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2016, 22:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3086,
კომენტარები: 16
"ნორვიჩზე" შური უნდა ვიძიოთ"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ
ლუი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ მათ ნამდვილად მიაქცევდით ყურადღებას. ოთხეულისთვის ბრძოლაში მათზე ზეწოლის საკითხი თქვენთვის აქტუალურია?

დიახ. "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. იგივე ვითარება გვაქვს.

რა რეაქცია გაქვთ იმაზე, რომ მარუან ფელაინიმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო?

ჰო... აპელაციაზე განცხადება არ შეგვიტანია, იმიტომ, რომ როგორც უკვე ვთქვი, ფელაინი ნორმალური ადამიანივით მოიაქცა. საფეხბურთო ასოციაციამ ჰუტს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რითაც დაამტკიცა, რომ პენალტი იყო. მატჩის შემდეგ კი ეს მეც ვთქვი. ასე რომ, მეტად იმედგაცრუებულნი ვართ. მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი ვერ დაინახა. და მე ვფიქრობ - მე ჯერ კიდევ მჯერა ამის - რომ ფელაინი ნორმალური ადამიანივით მოიქცა. მაგრამ თავისი თავი უნდა აკონტროლოს. ეს სიმართლეა. მაგრამ, როცა ვინმეს თმაზე ექაჩები, ინციდენტს ყოველთვის ექნება ადგილი.

საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიაზე თქვით რომ, თქვენი აზრით, მოლოდინი ამაღლებულია, ეს უნდა შეიცვალოს? როგორი მოლოდინი უნდა იყოს თქვენი აზრით?


არა, ეს იმავე საღამოს ავხსენი. კიდევ რატომ უნდა ავხსნა?

ლუი, "ნორვიჩთან" მარცხი უიღბლო დროს მოგივიდათ, რომლის დროსაც ექვსი მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებდით გამარჯვებას. უკან რომ იხედებით, როგორ გგონიათ, რამდენად დააზიანა მთელი სეზონი ამ მარცხმა?

თუ შეხედავთ, რა გავაკეთეთ ჩემპიონატის საუკეთესო ხუთ გუნდსა და უცუდეს ხუთ გუნდთან, საშუალო შედეგი არც ისე მისაღებია. ასე რომ, ზიანი დიდია. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, დეკემბერს თავისი მიზეზები ჰქონდა. მაგრამ დიახ, ამას უნდა გაუმკლავდე. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ, როცა ერთ პოზიციაზე ამდენი ტრავმა გაქვს, პრობლემებს ვერ გადაჭრი.

ლუი, რამდენად კარგია თქვენი გუნდი, თქვენი აზრით? მეოთხე ადგილისთვის იბრძვით, გულშემატკივართა მოლოდინზე ისაუბრეთ... თქვენი აზრით, რომელ ადგილზე უნდა გავიდეს თქვენი გუნდი, თუკი გავითვალისწინებთ ტრავმების პრობლემას, რომელიც გქონდათ, მაგრამ ტალანტის გათვალისწინებით...


ვერ იტყვი, რადგან ტრავმები გვქონდა. ასე რომ, მე ყოველთვის ვსაუბრობ ტრავმებზე და არა ჰიპოტეთიკურ პირობებსა და მოქმედებებზე. ასე რომ... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნოემბირის ბოლოს პირველი ადგილი გვეკავა, მერე კი სერიოზული ჩავარდნა დაგვეწყო. ეს ფაქტია. ტრავმები - ასევე ფაქტია. მაგრამ ვერასდროს იტყვი, რომ, თუ ასე ბევრი ტრავმა არ იქნებოდა, პირველ ადგილზე ვიქნებოდით. არა. რადგანაც უსაზღვროდ ვაფასებ ჩემპიონებს - "ლესტერს". მათ ჩემპიონატში გამარჯვება დაიმსაუხრეს. როცა ვამბობ: "არა-არა, ამდენი ტრავმა გვქონდა, და ამის გამო..." ეს ჩემპიონისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაა. ისინი კი, ჩემი აზრით, ჩემპიონობას იმსახურებენ.

მხედველობაში არ მქონდა ის, რომ თუ ტრავმები არ იქნებოდა... ტრავმებთან ერთად, ამ სეზონის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ პოზიცია, რომელიც გიჭირავთ, თქვენს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებისთვის სამართლიანია? თუ უფრო მაღლა ყოფნაც შეგეძლოთ? თუ...

ამის შესახებ რამდენიმე პრესკონფერენციაზე უკვე ვთქვი, გამეორება არ მინდა. მაშინ ყოველი პრესკონფერენცია, რომელზეც ამას ვამბობ, ცუდია, ამ შემთხვევაში კი თავს ვიცავ. მე კი არ მინდა თავის დაცვა.

ერთ-ერთი ფაქტიდან: ტრავმებმა ბევრ მატჩზე იქონია გავლენა, რომლებიც ამ სეზონში ჩაატარეთ, რაც გასულ კვირას ახსენეთ. დარჩა სამი მატჩი: როგორ აპირებთ გუნდის ხელმძღვანელობას? ბევრი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე იფიქრებს. ფეხბურთელებს უფრო მეტი დასვენების საშუალება მიეცით, როგორც ეს წინა კვირაში გააკეთეთ?

ამ კვირაში? არა.

ესე იგი, არაფერი შეიცვალა სეზონის ბოლოს?

არა, ერთი უქმე დღე მივეცი. როცა შემიძლია, ყოველთვის ვაძლევ უქმე დღეს. მაგრამ აქამდე ერთი კვირით ადრე სამი უქმე დღე მივეცი, რადგან ზურგს უკან ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ, ამიტომაც გვჭირდებოდა აღდგენა. მაგრამ მაშინ ვერ დავასვენებ ფეხბურთელებს, როცა ფეხბურთი გვაქვს სათამაშო. ფორმა უნდა აღიდგინონ, უნდა მოემზადონ. ასე რომ, ფეხბურთელებმა ეს იციან. ამ კვირაში ერთადერთი დასვენების დღე აქვთ.

სიტყვას მოჰყვა და, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლისა და დარჩენილი მატჩების შესახებ... "მანჩესტერ სიტი" ახლა მხოლოდ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას. თქვენი გამოცდილებით, რამდენად რთული იქნება ეს გუნდისთვის, რომელმაც სულ ახლახანს განიცადა მტკივნეული მარცხი ნახევარფინალში? რამდენად ძლიერები იქნებიან ფსიქოლოგიურად? როგორ უმკლავდებით მსგავს პრობლემას თქვენ?

ეს გუნდზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ აღიდგენენ ფორმას მოთამაშეები მორალურადაც. რთული წაგებების შემდეგ რამდენიმეჯერ უკვე გავაკეთეთ. ამიტომაც ვთქვი გალა საღამოზე, რომ ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ აქვთ ხასიათი, რომელსაც რთული მარცხის შემდეგ ავლენენ. და... მაგრამ ახლა სამი მატჩი ზედიზედ უნდა მოვიგოთ. და გასვლითი მატჩებიც. არც ისე ბევრი გასვლითი მატჩი მოვიგეთ. საშინაო მატჩების მიხედვით კი შიდა ჩემპიონატში "ლესტერის" შემდეგ მეორეები ვართ და, თუ არ ვცდები, მეათე გასვლითი მატჩებით. თუ ჩემპიონობა გვსურს, გასვლაზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ახლა ეს შესაფერის მომენტში უნდა გამოვავლინოთ, გასვლაზე "ნორვიჩთან" გამარჯვებთ, შემდეგ კი "ვესტ ჰემთან".

[პრეს-ატაშე] კარგი, ბოლო შეკითხვა

ლუი, სეზონის ამ მონაკვეთში განსაკუთრებით რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც "ნორვიჩია", თუ გადარჩენისთვის ბრძოლას გავითვალისწინებთ. მათ თქვენსაზე დიდი მოტივაცია აქვთ?


ყოველთვის რთულია იმ გუნდთან ბრძოლა, რომელიც პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის, გადარჩენისთვის იბრძვის. ყოველთვის რთულია ბრძოლა. მაგრამ ეს გამართლების მიზეზი არ არის. ამას უნდა გავუმკლავდეთ. მათ კი სახლში "ოლდ ტრაფორდზე" დაგვამარცხეს. ასე რომ, შურისძიება ჩვენი ვალია. ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, უნდა გავიმარჯვოთ.

პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: Mike
7 მაი 2016 00:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
რა დრო დაგვიდგა ნორვიჩებს დავდევთ შურის საძიებლად trolldad
0
№12
ავტორი: ikeoni
7 მაი 2016 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Aucileblad unda movigot
0
№13
ავტორი: MEMPHIS 7
7 მაი 2016 04:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
unda movigot uechveliii
0
№14
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 მაი 2016 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ ვფიქრობ, რომ ფელაინი ესეთ სასჯელს იმსახურებდა. კიი ძალიან ხშირად სჩვევია უაზრო ჯარიმების აღება და უხეშად თამაში, მაგრამ იმ ეპიზოდში პირველი აშკარად ჰუტი არღვევდა თამაშის წესებს და როცა თმებს გწიწკნიან ბუნებრივია ამაზე რეაქცია გექნება. რაც შეეხება ნორვიჩს, ოლდ ტრაფორდზე რო არ წაგვევგო და 3 ქულა აგვეღო იმ თამაშში გაცილებით ადვილი იქნებოდა ოთხეულში მოხვედრა ვიდრე ეხლა. ასეა თუ ისეა ყველა თამაშში გამარჯვება გვინდა, თუმცა ყველაზე ცუდი ისაა, რომ მარტო ჩვენ თავზე არ ვართ დამოკიდებულები...
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2016 18:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვიძიეთ და ეგაა derpneutral
0
№16
ავტორი: U N I T E D
3 ივლისი 2016 16:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
რა დრო დადგაა მანჩესტერმა უნდა იძიოს შური ნორვიჩზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top