ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, გილიემ ბალგიემ განაცადა, რომ რამდენიმე წლის წინ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ტალანტის, საულ ნიგესის შეძენა შეეძლო.
"როდესაც საული 18 წლის იყო, მისი შეძენა "ევერტონს" შესთავაზეს, თუმცა მერსისაიდული კლუბი ამ ვარიანტს არ განიხილავდა. წლის, თუ წელიწად-ნახევრის წინ საული შესაძლოა "იუნაიტედშიც" ყოფილიყო, თუმცა კლუბმა კონკრეტული ნაბიჯებით მოქმედება არ ისურვა. ამ დროისთვის საული ძალიან კარგია. ვფიქრობ, რამდენიმე წლის შემდეგ ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იქნება,"-ციტირებს ბალაგიეს სიტყვებს Sky Sports.