ხუან მატა დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" სეზონის ბოლომდე "სიტისა" და "არსენალსა" დაეწევა და პრემიერ ლიგის სეზონს საუკეთესო ოთხეულში დაასრულებს.
"ეშმაკები" ამჟამად სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ, მე-4 ადგილოსან "სიტისთან" კი ოთხ ქულიანი ჩამორჩენა აქვთ. შაბათს, ლუი ვან გაალის გუნდი გასვლით მატჩში "ნორვიჩს" დაუპირისპირდება, გუნდს კი მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მართებს.
ამავდროულად, "სიტი" "ეტიჰად სთედიუმზე" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს, მატას აზრით კი სწორედ ეს მატჩი განაპირობებს მისი გუნდის ბედს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად.
"ჩვენ ვიცით, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" დაპირისპირებაში, ჩვენ შანსები გვექნება.
თუმცა, ჯერ დარჩენილი მატჩების მოგება გვმართებს და სწორედ ამაზე ვახდენთ ფოკუსირებას.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოვიგეთ, ყველაფერი უსარგებლო იქნება,"-განუცხადა მატამ Manchester Evening News
სეზონის ოთხეულში დასრულებაზე იქნება დამოკიდებული ფეხბურთელებისა და ლუი ვან გაალის ბედი, სწორედ ამიტომ გუნდს "ქეროუ როუდზე" გასვლის მნიშვნელობა უნდა ესმოდეს.