"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი, დირექტორი და ელჩი, სერ ბობი ჩარლტონი დამსახურებისთვის UEFA-სგან ბრლიანტის ორდენით დაჯილდოვდა.
დაჯილდოვება UEFA-ს მე-40 კონგრესზე შედგა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ, ბუდაპეშტში გაიმართა. თავად სერ ბობიმ, ცერემონიაზე დასწრება ვერ მოახერხა, შესაბამისად ჯილდო მიიღო "იუნაიტედის" დირექტორმა და ინგლისის ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე, დევიდ ჰილმა.
ჩარლტონი სამადლობელი სიტყვით გამოვიდა, რომელიც FA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
"ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, ჩემი მეუღლისა და ოჯახისთვის დიდი პატივია. მე ძალიან ვამაყობ ამით.
გამიმართლა, რომ დიდ ფეხბურთელებთან თამაშისა და მშვენიერ ხალხთან მუშაობის საშუალება მომეცა. ყველა მათგანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ახლა მე ძალიან დიდი მოგონებები მაქვს. ჩემს კარიერაში იყო ბევრი ნათელი მომენტი, ამიტომ ამ ორდენის მიღებისას განსაკუთრებული გრძნობა მაქვს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლის საშუალებითაც ეს ჯილდო მივიღე."
გარდა სერ ბობისა, UEFA-სგან ეს ჯილდო კიდევ ხუთმა ადამიანმა მიიღო. დამსახურებისთვის, რუბინის ორდერით დაჯილდოვდნენ, სერ ტრევორ ბრუკინგი, ლარს-ეიკ ლაგრელი და ჰილარი ტალიაფერო. ხოლო განსაკუთრებული ღვაწლისთვის ჯილდო, მეფე პოლოტოისა და ზორისლავ სრებრიჩს გადაეცათ.