თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2016, 20:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3547,
კომენტარები: 13
"განუხორციელებელი ოცნებები". "ლესტერთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
პრემიერ ლიგის ჩემპიონთა მოპოვებული ერთი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
"ლესტერთან" მატჩისთვის ლუი ვან გაალმა ცენტრში კვლავ კერიკი-ფელაინი-რუნი აირჩია. ტრანსლიატორების მიერ შემოთავაზებული განლაგება სავსებით ასახავს რეალობას.

"განუხორციელებელი ოცნებები". "ლესტერთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


"ეშმაკები" მტკიცედ ცდილობდნენ გამარჯვებას და შეტევას არ ერიდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ "ლესტერი" კონტრშეტევაზე გადასვლაში დახელოვნებულია. ცენტრალურ თავდამსხმელს რეშფორდსა და შეტევის მეორე ხაზს ლინგარდი-ფელაინი-რუნი-მარსიალის სახით აქტიურად ეხმარებოდნენ ფლანგებიდან ვალენსია და როხო.

თავდაცვისას სიღრმეში იხევდნენ ფელაინი და რუნი, ხანდახან კი კერიკზე დაბლაც ჩნდებოდნენ.

პირველი ტაიმი

საწყის წუთებში ფლანგის მცველები ვალენსია და როხო მოწინააღმდეგის ნახევარს ეგუებოდნენ.

ასეთ აქტიურობას შეხვედრის მე-8 წუთზე გოლი მოჰყვა, საგოლე პასი კი ანტონიო ვალენსიამ გააკეთა, რომელმაც მარტო დატოვებულ ენტონი მარსიალს გაუკეთა გადაცემა, ამ უკანასკნელმა კი ეპიზოდი დაასრულა.



"ლესტერის" დაცვის ცხადი შეცდომა. ენტონი უბრალოდ ფლანგზე დაავიწყდათ, მთელი ძალა კი სხვა ნახევრისკენ მიმართეს, თუმცა ამის აუცილებლობა არ იყო.

"განუხორციელებელი ოცნებები". "ლესტერთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


***


თავისი მომენტი "ლესტერმა" 3 წუთში შექმნა და ის რაღაცით ჰგავდა "იუნაიტედის" გოლს.

მარეზი ბურთს იღებს საჯარიმოში ფლანგზე და პასს აძლევს ოკაძაკის, რომელიც რუნის დაუსხლტა. იაპონელმა კარს ააცილა.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შორეულ ძელს ბევრი უსიამოვნების გამოწვევა შეეძლო, რადგანაც "იუნაიტედის" ფეხბურთელები ძირითად აქცენტს ახლო მხარეზე აკეთებდნენ.

"განუხორციელებელი ოცნებები". "ლესტერთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


***


მე-14 წუთზე "იუნაიტედს" ანგარიშში სხვაობა ორამდე უნდა გაეზარდა. კარგი კომბინაცია გამოვიდა ლინგარდის შესრულებით, როხომ და ფელაინიმ ჯესი დამასრულებელ დარტყმაზე გაიყვანეს. კასპერ შმეიხელი მოწოდების სიმაღლეზე იყო.



აღვნიშნოთ ლინგარდის მიერ ფლანგზე მყოფი როხოსთვის გაკეთებული შესანიშნავი პასი.

***


მე-16 წუთზე მაიკლ კერიკმა მარეზზე თამაშის წესები დაარღვია "იუნაიტედის" საჯარიმო მოედნიდან არც ისე შორს. ჩაწოდება გოლით დასრულდა.



ამ მომენტში განსახილველი ბევრი არაფერია, მთელი ანალიტიკა ეტევა სიტყვებში: "მარკოს როხომ უეს მორგანთან ორთაბრძოლა წააგო".

ერთი მომენტით ადრე ოკაძაკის დარტყმისას როხო ასევე მორგანზე თამაშობდა, მოგვიანებით კი სტანდარტულების დროს სულ მასზე თამაშობდა. გამომდინარე იქიდან, რომ როხო მუდმივად მარცხდებოდა მორგანთან ბრძოლაში და მწვრთნელის დავალებას ვერ ასრულებდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ვან გაალი შეცდა. თუკი როხოს ნაცვლად დარმიანის გამოყვანა საეჭვოა, სტანდარტულების დროს მორგანთან თამაშის სხვა ფეხბურთელისთვის დავალება (მაგალითად ფელაინი) სავსებით კარგ ვარიანტად მოსჩანს.

***


ანგარიშში დაწინაურების კიდევ ერთი შესაძლებლობა "იუნაიტედს" 31-ე წუთზე ჰქონდა. ჯესი ლინგარდმა დენი სიმპსონს ბურთი მოპარა და შმეიხელისენ დაიძრა. თუმცა სისწრაფე ლინგარდის ძლიერი მხარე არ არის. სიმპსონი არა მარტო დაეწია ჯესის, არამედ ჯარიმის ზღვარზე, ისე, რომ ხაზი არ გადაკვეთა, ბურთი წაართვა. უნდა ვაღიაროთ, რომ ოლივერი ამ ეპიზოდში მართალია, რომ ჯარიმა არ დააფიქსირა.



***


მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და საკამათო მომენტი იყო "იუნაიტედის" საჯარიმოში მარეზის ფინტი და ვარდნა. ვფიქრობ, რომ აქ დარღვევის აღმოჩენა მხოლოდ გრემ პოლს შეუძლია. ცხადია, მარეზი კონტაქტს ეძებდა და უბრალოდ როხოს შეეჯახა. მარკოსი ვერსად გაქრებოდა და უბრალოდ დაეცა ისე, როგორც იდგა. წესების დასარღვევად როხოს არავითარი მოძრაობა არ გაუკეთებია. სრული საფუძველი იყო სიმულაციის გამო დასჯისა.



***


მატჩის პირველი ტაიმი "იუნაიტედის" საკმაოდ ცხადი, მაგრამ არა გამანადგურებელი უპირატესობით დასრულდა. "იუნაიტედი" დიდი ძალებით უტევდა და ბურთს დროის 72%-ს განმავლობაში ფლობდა.

"განუხორციელებელი ოცნებები". "ლესტერთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


სურათი, რა თქმა უნდა, ჩვეულია, მაგრამ "ლესტერს" არაფერი შეაქმნევინა. მოედანზე თავდამსხმელების, ოკაძაკისა და ულიოას არსებობის შესახებ საერთოდ დავიწყებაც შეიძლებოდა, ხიფათს კი მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობები წარმოადგენდა, რომლის დროსაც მორგანი ცალსახად ამარცხებდა როხოს, ამიტომაც ყოველი ჩაწოდება პოტენციურად საგოლედ ითვლებოდა, თუმცა ამისგან დიდი სარგებელი არ არის.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი "იუნაიტედმა" ტრადიციისამებრ პირველზე სუსტად დაიწყო, ლესტერს" თამაში ისევ გაათანაბრებინა. ტაიმი "ლესტერის" კუთხურით დაიწყო მორიგი გაგრძელებით: ბრძოლა როხო-მორგანი => სახიფათო მომენტი.



არსებითად ყოველი შეტევა საჯარიმოში სხვადასხვა სახის სახიფათო დარტყმით სრულდებოდა. ეს გასაოცარია, რადგანაც სტატისტიკის მიხედვით "ლესტერის" ფეხბურთელები ასე ხშირად ვერ იგებენ საჰაერო ორთაბრძოლას, მაგრამ ყოველი მომენტი ხიფათს წარმოადგენდა.

"განუხორციელებელი ოცნებები". "ლესტერთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


***


გუნდებმა ბევრი ნახევარმომენტი შექმნეს, მაგრამ ნამდვილ ხიფათამდე მაინც არ მიდიოდა საქმე. ვან გაალმა თამაში ცვლილებებით გამოაცოცხლა, ჯესი ლინგარდის ნაცვლად ხუან მატა შეიყვანა, ოდნავ მოგვიანებით კი მარუან ფელაინის ნაცვლად ანდერ ერერა.

მოსალოდნელი ეფექტის ძლიერი ცვლილება არ მომხდარა. ორივე ფეხბურთელმა ნაკლები გავლენა მოახდინა თამაშზე და ხშირად ცდებოდნენ გადაცემებში.

***


78-ე წუთზე უეინ რუნი საფირმო გრძელი გადაცემით გამოირჩა და სმოლინგის საჯარიმოში იპოვა. კრისმა, სამ ფეხბურთელთან ორთაბრძოლისას, თავურით ბურთი ძელს გაარტყა.



სასიხარულოა, რომ კაპიტანი თითქმის ყოველ მატჩში გამოირჩევა ასეთი მომენტებით სიღრმიდან მოქმედების ფონზე.

***


82-ე წუთზე ლუი ვან გაალმა ბოლო ცვლილება განახორციელა და რეშფორდის ნაცვლად დეპაი შეიყვანა.

პირველი ორი ცვლილებისგან განსხვავებით, მემფისმა "იუნაიტედის" შეტევას ახალი სული შთაბერა და მას გუნდისთვის გამარჯვების მოტანაც კი შეეძლო, მაიკლ ოლივერი "იუნაიტედისადმი" ოდნავ მოწყალე რომ ყოფილიყო.

***


მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ფლანგზე გათამაშებულ კომბინაციას დრინქუოტერის მხრიდან მემფისზე წესების დარღვევა მოჰყვა. მეორე ყვითელი- და "ლესტერის" ფეხბურთელი მოედანს ტოვებს.

საკამათოა წესების დარღვევის ადგილი. ოლივერმა ჩათვალა, რომ ყველაფერი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მოხდა და მხოლოდ ჯარიმა დანიშნა. გამეორებისას ჩანს, რომ მემფისი მომენტის დროს ხაზზე იმყოფება. ხაზი=საჯარიმო მოედანს, ე.ი. პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.



***


ბოლო მომენტი, რომლის დროსაც "იუნაიტედს" გამარჯვების მოტანა შეეძლო, ასევე მემფისს უკავშირდება. მარსიალთან ორთაბრძოლაში მცველებმა ბურთი თავიანთი საჯარიმოს ცენტრისკენ მოიგერიეს, მემფისს კი დასწრებაზე პირველად მისვლა ნამდვილად შეეძლო.



"იუნაიტედის" ფეხბურთელმა ფეხების მორიდება სცადა, რათა მეკარისთვის ზიანი არ მიეყენებინა.

ვთვლი, რომ ამ ეპიზოდში ბურთის შორს გაგდება და პენალტის გამომუშავება შეიძლებოდა. სქრინშოტზე ჩანს, რომ მემფისის ბურთს ასწრებდა, რადგანაც შმეიხელი არცთუ სწორად დაეცა, არა ხელებით, არამედ კორპუსით. ბურთის გაგდებისა და კორპუსით დაცემის შედეგად მემფისს პენალტის გამომუშავება შეეძლო. ზემოაღნიშნული მიზეზით - ბურთი შმეიხელის კორპუსის წინ იყო და არა სახის - ტრავმის მიყენების საფრთხე არ გვქონდა.

"განუხორციელებელი ოცნებები". "ლესტერთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელის დადანაშაულება იმაში, რომ ტრავმას განერიდა გოლის გატანის ან პენალტის მიღების ნაცვლად, არასწორია. ეს მემფისის გადაწყვეტილებაა და მას პატივს ვცემ, თუმცა მხარს არ ვუჭერ.

შეჯამება

პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" კარისკენ 50-ჯერ დაარტყა (16 "ასტონ ვილასთან", 13 "კრისტალ პალასთან" და 21 "ლესტერთან"), 20-ჯერ მოახვედრა კარში. 20 დარტყმიდან 4 გოლში გადაიზარდა. არსენალურად საშინელი რეალიზაციაა. ვენგერის გუნდის სტილში - საშინლად ბევრი მომენტის შექმნა, რომელთაგან მხოლოდ მცირედია გამოყენებული.

რეალიზაცია- ეს ყოველთვის ფეხბურთელების დონე და პლუს გარკვეული იღბალია. ამასთან, გარდა ახალგაზრდა ფეხბურთელებისა, რომელთაც შეიძლება ვაპატიოთ მცირე დაბნეულობა ასაკისა და უნარების უკმარისობის გამო, მოედანზეა უეინ რუნიც, რომელსაც ამ შემთხვევაში ვერ გავამართლებთ. დიახ, კაპიტანი დაბრძენდა სიღრმიდან შეტევაში მაგარი პასების კეთებაში. დიახ, მოტყუებისას კარგია. მაგრამ, როცა უეინი ბურთით საჯარიმოსთან დგას და დარტყმის უმცირესი შანსი აქვს, ან უნიათო პასს ვხედავთ პარტნიორზე, ან ასეთივე უნიათო დარტყმას- სუსტს, არაზუსტს. მინდა მჯეროდეს, რომ რუნი გულშემატკივრებს თავისი დარტყმებით სკამიდან წამოახტუნებს. ეს ნამდვილად გვაკლია.

როხოს თამაშს არ შევეხები, აქ ყველაფერი იმდენად ცხადია, რომ ისღა დაგვრჩენია, ვიცოლოთ როხოს გამოჯანმრთელებისთვის.

ჯამში "იუნაიტედმა" მაღალი დონის მატჩი ჩაატარა ასეთი რთული მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც რატომღაც საკმარისად მაღალფარდოვნად არ ეპყრობიან. და მაინც, "ლესტერი" - ეს არის გუნდი, რომელმაც სეზონში მხოლოდ 3 მატჩი წააგო. გუნდი, რომელმაც ათრია "სიტი" და "ლივერპული". დროა ეს ბიჭები სერიოზულად აღვიქვათ, ამისთვის კი ტურნირისა და სეზონის შედეგების დანახვაც კმარა. "ლესტერი" - ინგლისის ჩემპიონია. ხოლო ის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" სტანდარტულების გარდა ვერაფერი შექმნეს, "იუნაიტედის" დამსახურებაა. ასეთივე ისტორია იყო გასვლაზეც, "ქინგ პაუერზე", როცა "მელიებმა" ერთადერთი მომენტი გამოიყენეს.

წინ "იუნაიტედს" გასვლითი მატჩები აქვს, ლუი ვან გაალის გუნდის აქილევსის ქუსლი. გასვლაზე ექვსი ქულის აღების გარდაუვალობა არ არსებობს, მაგრამ შანსი გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ. რატომ არ მივამატოთ "ლესტერის" გაჩემპიონების ლამაზ ისტორიას პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვების ისტორიას?

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
4 მაი 2016 18:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სიტიზე ვართ დამოკიდებულები
0
№12
ავტორი: Wardell
4 მაი 2016 22:36
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ციტატა: RojoDiablo
პირველ რიგში, კმაყოფილებას გამოვხატავ იმის გამო, რომ ოლდ ტრაფორდმა სხვა ჩემპიონი არ იხილა მოზეიმე მდგომარეობაში. მერე მივულოცავ რანიერის ამ დამსახურებას (მე მთლიანად მას მივაწერ ამ შედეგს და არა რომელიმე ცალკეულ ფეხბურთელს).

რაც შეეხება ჩვენს ასეთ გულდასაწყვეტ მატჩს, ბევრი არაფერია სალაპარაკო. როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ეს ერთი ქულა ჯერ კიდევ ითვლება დადებით შედეგად, ვინაიდან აქამდე გვინდოდა სიტის წაგება, ახლა კი გვინდა მისი არ მოგება, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ "ვესტ ჰემთან" სამ ქულას ავიღებთ. მომდევნო ტურში ან ყველაფერს ბოლო მოეღება, ან ყველაფერი გამძაფრდება.



ამ ეპიზოდზე ბევრს ვიცინებდი, იუნაიტედის ფანი რომ არ ვიყო. 2-მეტრიანი ფელაინი დგას ცოცხალ კედელში, თანაც ისეთი ჯარიმის დროს, რომელსაც დე ხეას 10-დან მხოლოდ 1-ს თუ გაუტან თუ დაარტყამ, რადგან ძალიან შორი მანძილია, ამის ფონზე კი მარკოს როხო ავიწროებს მორგანს! ყოჩაღ, ლუი, ვერაფერს იტყვი.


მანძილს თავი დაანებე და რომელი პაიე დრიკუოტერი ნახეს რო ჯარიმები პენლებივით ურტყას :/

თამაში ჩემი აზრით პოზიტივად უნდა მივიწეროთ, არ იყო ერთფეროვანი შეტევები და უაზრო ბურთის გორაობა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით რო რამე გრანდიოზულს და არაორდინალურს ვაკეთებდით შეტევაში. ძველი მანჩესტერის ნაპერწკალი იყო ლესტერთან თამაში, აქტიური და მიმწოლი ფლანგები, გამჭოლი პასებით და ჩაწოდებებით, მაგრამ ძირითადად მცველები უტევდნენ, მიუხედავად იმისა რო მარსიალმა გოლი გაიტანა სუსტი მატჩი გამოუვიდა, ვერ იყო ისეთი აქტიური მარა ეგეც გასაგებია 2 კაცი დასდევდა სულ. ეს როხოსთვის უნდა ყოილიყო ყველაზე კარგი და აქტიურობდა კიდეც, მაგრამ ძირითადად მაღალ ჩაწოდებებს ანხორციელებდა რამდენი დაბალი პასი გააკეთა იმდენი ხიფათი შეიქმნა არადა, ეს უკვე მწვრთნელის შეცდომაზე მეტყველებს, არ მგონია ვან გაალის დავალების საწინააღმდეგოდ ემოქმედა როხოს და თავისით აერჩია მაღალი ჩაწოდებები.

აბსოლიტურად სწორად იყო შერჩეული შემადგენლობა, ერთადერთი კერიკის ნაცვლად შნეიდერლინი უნდა მდგარიყო, ბევრი შეცდომა დაუშვა მაიკლმა და მისი შეცდომების გამო ერთხელ დავისაჯეთ და კიდევ შეიძლებოდა გაეტანათ.

ლოგიკური ფრე იყო ალბათ, მაგრამ თუ ვინმეს აუცილებლად უნდა მოეგო ეს ჩვენ ვიყავით, ძალიან გული დამწყდა მითუმეტეს როცა სოტონმა მოუგო სიტის, ახლა უკვე ქულის დაკარგვის უფლება არ გვაქ თუ რა თქმა უნდა სიტიმ არ მოუგო არსენალს, თუ ეგ მოხდა აზრი ეკარგება ყველაფერს. მაგრამ მანდაც ყველაერი ჩვენ მხარესაა: არსენალი წაგების შემთხვევაში მესამე ადგილს თმობს, სიტი დაღლილი იქნება რეალის მერე, არსენალს ტოტენჰემის დაწევის შანსი გაუჩნდა.... მოკლედ დაძაბული და როგორც ყოველთვის საინტერესო ფინიში ექნება ეპლს.
0
№13
ავტორი: jokero89
22 მაი 2016 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top