ლუი ვან გაალი თვლის, რომ ბედნიერი მწვრთნელია, რადგან მის გუნდში დავიდ დე ხეა ირიცხება.
ესპანელი მიმდინარე სეზონშიც ისეთივე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, როგორშიც წინა ორ სეზონში იყო. დე ხეამ ზედიზედ მესამედ მოიგო წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი დავიდი ძალიან ახლოს იყო მადრიდის "რეალში" გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო არ შედგა.
ვან გაალი კი კმაყოფილია, რომ მისმა გუნდმა არ დაკარგა ისეთი მეკარე, როგორიც დე ხეა გახლავთ: "ყველასთვის ცნობილია, რომ მას მადრდში იწვევდნენ.
მისი მეგობარი გოგონა მადრიდში ცხოვრობს, მისი მშობლები ესპანეთში, "რეალი" დიდებული კლუბია, მაგრამ ის ჯერ კიდევ აქ არის და როგორც მწვრთნელი, ბედნიერი ვარ, რომ აქ არის, ამ ჯილდოს იმსახურებს".