ისტორიული მოვლენა განმეორდა.
პეტერ და კასპერ შმეიხელები პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორე მამა-შვილი არიან, რომელთაც ტიტული მოიგეს.
იან ვრაითი და შონ ვრაინ-ფილიპსი პირველი მამა შვილი აღმოჩნდნენ, რომელთაც ინგლისის ჩემპიონატი მოიგეს. ვრაით-ფილიპსმა ეს 2006 წელს ლონდონის "ჩელსისთან" ერთად მოახერხა, ხოლო ვრაითმა 1998 წელს "არსენალთან" ერთად.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მეკარემ შვილსა და მის თანაგუნდელებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა:
"ვულოცავ კასპერ შმეიხელსა და მის თანაგუნდელებს პრემიერ ლიგის მოგებას"
პეტერ შმეიხელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული კარიერის განმავლობაში ხუთჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ხოლო მისი შვილი კასპერი "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა, მიმდინარე სეზონის ჩემპიონი გუნდის, "ლესტერ სიტის" მეკარეა.
"სიამაყე ამას ვერ გადაფარავს. შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ (კი ვპულობ, მაგრამ რომ გამოვიყენო, ჩემს ექაუნთს დაბლოკავენ!)"
38 წლის განმავლობაში "ლესტერი" პირველი "ახალი" ჩემპიონია- უკანასკნელად თავისი პირველი ჩემპიონობა გუნდმა 1978 წელს მოიპოვა და ეს "ნოტინგემ ფორესტმა" გააკეთა. "მელიები" 24-ე გუნდია, რომელსაც აღნიშნული ტიტული ერგო.
წყარო:
goal.com