თბილისი:
მანჩესტერი:
3-05-2016, 09:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2859,
კომენტარები: 14
ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები.
ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
წლის საუკეთესო ფეხბურთელი


დავიდ დე ხეა 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და პირველი მოთამაშე გახდა "იუნაიტედის" ისტორიაში, რომელსაც აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მესამედ ერგო.

მეკარე - რომელიც ასევე პრემიერ ლიგის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა - "მანჩესტერ იუნაიტედში" შესანიშნავ სეზონს ატარებს, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში მან 14-ჯერ შეინახა კარი მშრალად და რამდენიმე არნახული სეივი განახორციელა, რითაც დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია.

"იუნაიტედის" ნომერმა 1-მა აღნიშნული ჯილდო 2014 და 2015 წლებშიც მოიგო. აქამდე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გადაეცა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი სამჯერ და ეს კრიშტიანუ რონალდუა (2004, 2007, 2008).

დე ხეამ პრიზის მიღების შემდეგ განაცხადა: "მიჭირს რამის თქმა. ჯილდოს მოგება ზედიზედ სამჯერ გასაოცარია. ნამდვილად ბედნიერი ვარ, მისი მიღება პატივია და მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

საოცარია ჯილდოს ზედიზედ სამჯერ მოგება. ყველას მადლობას გიხდით და ჩვენ ვიბრძოლებთ.

ვფიქრობ, გასახდელ ოთახში ყველანი მნიშვნელოვანი ვართ და ახლა "უემბლიზე" რაღაც მნიშვნელოვანი გვაქვს მოსაგები. თუ ინგლისის თასს მოვიგებთ, კარგი სეზონი გვექნება".


როცა ინგლისის თასის ნახევარფინალში რომელუ ლუკაკუსთვის აღებული პენალტის შესახებ ჰკითხეს, ესპანელმა უპასუხა: "ვარჯიშზე თანაგუნდელებმა 10-ჯერ დამირტყეს პენალტი, მე კი ვერცერთი მოვიგერიე! მაგრამ მნიშვნელოვანი დარტყმა მაინც ავიღე და მერე, ენტონის გოლის წყალობით, ფინალში გავედით. ამის გამო მართლაც ბედნიერი ვარ.

ჩვენთვის, კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თასს დიდი ისტორია აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მოსაგებად".


ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ




წლის საუკეთესო ფეხბურთელი მოთამაშეთა ვერსიით


"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდის ფეხბურთელებმა 2015/16 წლების საუკეთესო მოთამაშედ კრის სმოლინგი დაასახელეს.

სმოლინგს მიმდინარე სეზონში დაცვის ცენტრში არაერთი დიდებული მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდის შეუცვლელ წევრადაც იქცა 50-ზე მეტი მატჩის ჩატარების შედეგად, რაც დეილი ბლინდთან ერთად საუკეთესო შედეგია, ხოლო, როცა უეინ რუნი და მაიკლ კერიკი ვერ თამაშობდნენ, გუნდს სწორედ კრისი კაპიტნობდა.

პრემიერ ლიგის ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელებთან სმოლინგის ორთაბრძოლები "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ კარის 17-ჯერ "მშრალად" შენახვაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ჯილდოს მიღების შემდეგ სმოლინგმა განაცხადა: "უდიდესი პატივია ამ ჯილდოს მიღება ჩემი თანაგუნდელებისგან. გამარჯვებულთა სიაში რამდენიმე დიადი სახელია, ასე რომ, დიდებულია მათ შორის ჩემი სახელის დამატება.

კარგია, რომ მე და ბლინდი ერთად ასე ხშირად ვთამაშობდით და ერთმანეთის თამაშს ვსწავლობდით. გუნდური დაცვის მხრივ სოლიდურად გამოვიყურებოდით.

კაპიტნობა უდიდესი პატივია და მიხარია, რომ მწვრთნელმა ჩემდამი რწმენა გამოავლინა. მსიამოვნებს, რომ მაიკლ კერიკისა და უეინ რუნის შემდეგ მე ვიღებ შანსს. შენს ლიდერულ შეგრძნებას ეს უფრო ამძაფრებს.

ამ პრიზის მოგება მახარებს, მაგრამ იმედი მაქვს, "უემბლიზე" რამდენიმე კვირაში სხვა ჯილდოს ავიღებ".


ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ




წლის საუკეთესო გოლი


სადებიუტო შეხვედრაში ენტონი მარსიალის მიერ გატანილი სოლო გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო გოლად გასახელდა 2015/16 წლების სეზონში.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში შეცვლაზე შესვლის შედეგად ფრანგ ფორვარდს ფასდაუდებელი 20 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირების ისტორიაში თავისი სახელი ჩაეწერა.

როცა ლუი ვან გაალის გუნდი 2-1 იგებდა და კრისტიან ბენტეკეს შესანიშნავი გოლის შედეგად ნერვიული ხუთი წუთი ელოდა, ენტონი მარსიალმა სტრეტფორდ ენდის წინ მდებარე კარში გატანილი გოლით "წითელი ეშმაკები" დაამშვიდა.

"ლივერპულის" კარში გატანილი გოლი სეზონის 10 საუკეთესოთა შორის მოხვდა, რომელთაგან ბოლო 4 გოლი ფინალურ ეტაპზე იღებდა მონაწილეობას. ეს გოლები კი იყო იმავე მარსიალის მიერ "სტოკის" კარში გატანილი ბურთი და მარკუს რეშფორდის მიერ "სიტისა" და "ვესტ ჰემის" კარის აღება.

ჯილდოს მიღების შემდეგ მარსიალმა განაცხადა: "იმ დღეს ფანტასტიკური ატმოსფერო იყო და მწვრთნელმა ჩემდამი იმდენი რწმენა გამოავლინა, რომ თამაშში ჩამრთო. ბიჭები მხარს მიჭერდნენ და მათი დამსახურებაა, რომ გოლი გავიტანე.

სეზონის დასაწყისში გატანილი გოლი თავის დამკვიდრებაში დამეხმარა და ასევე ისიც დამეხმარა, რომ შტაბი და ფეხბურთელები მიჭერდნენ მხარს. მომდევნო სეზონში უფრო მეტის გატანა მინდა, ეს ნორმალურია".


ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ




წლის საუკეთესო 21-წლამდელთა ფეხბურთელი


"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო 21-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელად დაასახელეს.

მცველი წამყვანი ფიგურა იყო უორენ ჯოისის გუნდის წარმატებაში და თავისი თამაშის გამო ნოემბერში პირველი გუნდის რიგებში სადებიუტო შეხვედრის ჩატარებით დაჯილდოვდა, "წითლების" აკადემიას კი 6 წლის ასაკში შეუერთდა.

კამერონმა გამოკითხულთა ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, ვიდრე დონალდ ლავმა და ჯეიმს უეირმა, რომლებიც ასევე გამოირჩეოდნენ მიმდინარე სეზონში და დენზილ ჰარუნი სახელობის ჯილდოს ნომინანტებად ითვლებოდნენ.

პრიზის მიღების შემდეგ ბორტუიკ-ჯექსონმა განაცხადა: "ჩემთვის უბრალოდ უდიდესი პატივია ამ ჯილდოს მოგება. დაუჯერებელია, აი როგორ ხდება ოცნებები. პატარაობისას სწორედ ამაზე ოცნებობ- "მანჩესტერ იუნაიტედში" პრიზის მოგებაზე.

სიმართლე რომ გითხრათ, ყოველ ასაკობრივ ჯგუფში მოხვედრისას პირველ გუნდში თამაშზე ვოცნებობდი. როგორც უკვე ვთქვი, ეს უბრალოდ ჩემი ოცნებაა.

ნამდვილად არ ვნერვიულობ. ვიცი, რთული დასაჯერებელია, როცა 75 ათასი ადამიანის წინაშე გამოდიხარ, მაგრამ ნერვები არასდროს მღალატობდა. გულშემატკივარი უბრალოდ გონების მიღმა დავტოვე და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრე, სწორედ ასე უნდა იქცეოდე!"


ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ




წლის საუკეთესო 18-წლამდელთა ფეხბურთელი


მარკუს რეშფორდის კლუბის სამწვრთნელო შტაბმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 18-წლამდელთა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

18 წლის ფეხბურთელმა 2015/16 წლები აკადემიაში დაიწყო და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 19-წლამდელთა გუნდის რიგებშიც თამაშობდა, სადაც 6 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

უორენ ჯოისის 21-წლამდელთა გუნდში იგი წლის დასაწყისში მოხვდა, მოგვიანებით კი ენტონი მარსიალის ტრავმის გამო პირველ გუნდშიც გადავიდა, სადაც ევროპის ლიგაზე პირველივე შეხვედრაში "მიდტიულანდს" ორი გოლი გაუტანა.

"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ მომდევნო შეხვედრაში კი მან უკვე "არსენალთან" გაიფორმა დუბლი.

"მანჩესტერ სიტისა" და "ასტონ ვილას" კარში გატანილი გამარჯვების გოლები, რომელსაც ემატება სეზონის საუკეთესო გოლის ნომინანტი ბურთი "ვესტ ჰემთან" ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაოზე გადათამაშებაში გატანილი, რეშფორდს პირველი გუნდის ფეხბურთელების ხოტბას ასხამს.

მარკუსმა ჯიმი მერფის სახელოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი ორშაბათს საღამოს მიიღო. ჯილდოს მიღების შემდეგ კი განაცხადა: "ცოტა სიგიჟე იყო ჩემი ასე გამოჩენა, რადგან ყველაფერი ერთდროულად მოხდა, ასე რომ, რთულია ამის მიღება.

ჩემდა სასარგებლოდ იმან იმოქმედა, რომ დასაფიქრებლად დროც კი არ მქონდა.

ეს ნიშნავს, რომ მანჩესტერში ბევრი რამ მელის. აი, რაზე ოცნებობ, როცა აქ იბადები, ყველაფერი, რასაც მოუთმებლად ველოდი, სწორედ ეს იყო - ბედნიერი ვარ.

მნიშვნელოვანია მადლობა ვუთხრა 18-წლამდელთა გუნდის სამწვრთნელო შტაბს - კოლინ ლიტლს, ნიკი ბატსა და პოლ მაკგინესს - და უორენ ჯოისს. ისინი დამეხმარნენ იქ მოხვედრაში, სადაც ახლა ვარ და მადლობას ვუხდი მათ".


ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
3 მაი 2016 16:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგის დასახელება მაგრად გამიხარდა
0
№12
ავტორი: stepno
3 მაი 2016 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დეხეაააა love რეშფორდის დიდიი იმედიი მაქ ძალიან
0
№13
ავტორი: gaga1987
3 მაი 2016 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კარგად გადაანაწილეს :)))))))))))
0
№14
ავტორი: JuanMata
3 მაი 2016 20:14
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
წლის საუკეთესო ცენზურა - ლუი ვან გაალი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top