თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2016, 14:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3306,
კომენტარები: 18
სიამაყის ორი მიზეზი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სიამაყის ორი მიზეზი
სალამი ყველას,

დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კვირა იდეალური არ იყო. კვირის დასრულება გულშემატკივართათვის გამარჯვების მოპოვებითაც შეგვეძლო, ამის მჯერა. სახლში მხოლოდ ერთი ქულის აღება საკმარისი არ არის, მაშინაც კი, როცა ტურნირის ლიდერს ეთამაშები, რომელიც პრემიერ ლიგის ჩემპიონი ძალიან მალე უნდა გახდეს.

მოედანზე ვფიქრობდით, რომ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ "ლესტერიც" უნდა შევაქოთ; ფაქტია, 77 ქულა სწორედ იმიტომ აქვთ, რომ ძალიან სტაბილური და კონკურენტუნარიანი გუნდია. დაცვაში საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობენ, შანსებს კი არაფრისგან ქმნიან.

როგორც მახსოვს, "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული ორი წლისა და სამი თვის შემდეგ ჩემი მე-100 შეხვედრა ჩავატარე. ამით ძალიან ვამაყობ, თუმცა გამარჯვებით აღნიშვნას ვამჯობინებდი. სწორედ ეს გვინდოდა ყველას, ოთხეულში ჩვენი მოხვედრის შანსი კი ძალიან შემცირდა. მიუხედავად ამისა, ვამაყობ, რომ ვატარებ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული გუნდის მაისურს. სიმართლე ის არის, რომ ჩემთვის პრივილეგიაა და იმედი მაქვს, წითელი მაისურით უფრო მეტ მატჩს ჩავატარებ.

შაბათს "ნორვიჩს" ვეთამაშებით. მათთვის ბევრი რამ წყდება და ეს მატჩი ფინალივით იქნება. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ოთხეულში მოსახვედრად ეს სამი ქულა გვჭირდება. მატჩის მიმდინარეობისას ანგარიში ჩვენ უნდა გავხსნათ. წინ მთელი კვირაა, მოსამზადებლად საკმარისი დრო გვაქვს. "სიტის" წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ამ შანსს ბოლომდე ჩავეჭიდებით.

დაბოლოს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ფოტო ნახეთ, "ოლდ ტრაფორდზე" განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა. "მეფე" ერიკი გასახდელ ოთახში შემოვიდა, მე კი პირადად შევხვდი. ის "იუნაიტედის" ლეგენდაა, ამ კლუბში ეპოქა შექმნა. მასთან შეხვედრა დიდი პატივი იყო!

სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით,

ხუანი.
მატას ბლოგი
18 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
2 მაი 2016 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ვინმემ დაწერეთ რა სიტის ბოლო თამაი ვისთან ააქვს და არსენალს
0
№12
ავტორი: de gea1
2 მაი 2016 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ნეტა არსენალმა წაარჭოს მაგრად გაასწორებს
0
№13
ავტორი: GeorgeBest
2 მაი 2016 21:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლოგერობაში ბადალი არ ჰყავს love
0
№14
ავტორი: PLANeta
2 მაი 2016 21:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ციტატა: hemi
კანტონა გასახდელში თუ იყო დაეყვირა ერთი-ორი მოეხოდა სასტავი

მეც მაგის იმედი მქონდა
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2016 21:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სიტიმ უნდა დაკარგოს ქულები სხვა გზა არაა
0
№16
ავტორი: temo-scholes
3 მაი 2016 01:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: levionok
ვინმემ დაწერეთ რა სიტის ბოლო თამაი ვისთან ააქვს და არსენალს

sitis gasvlaze aqvs suonsshi da arsenal saxlshi aqvs tamashi aston vilastan...;)
0
№17
ავტორი: gela-manchesteri
3 მაი 2016 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
4ული დიდი ხანია მორჩა ჩვენთვის
0
№18
ავტორი: RojoDiablo
3 მაი 2016 10:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: gela-manchesteri
4ული დიდი ხანია მორჩა ჩვენთვის

რა პესიმისტი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top