თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2016, 22:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2630,
კომენტარები: 18
რუნი: "ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ"
უეინ რუნი მატჩის შემდგომ.
რუნი:
უეინ რუნიმ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იმედგაცრუებული დარჩა "ლესტერ სიტისთან" ნათამაშები ფრის შედეგად.

ლუი ვან გაალის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და მერვე წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ "ლესტერმა" მალევე გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

გუნდის კაპიტანს მიაჩნია, რომ "წითლები" უფრო მეტს იმსახურებდნენ. "იმედგაცრუებულნი ვართ. ჩემი აზრით, ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ "ლესტერი" საქმეს გაგვირთულებდა, მაგრამ დღეს მაინც კარგად ვითამაშეთ.

მაღალ ტემპში ვთამაშობდით, ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით და საქმე მხოლოდ მეორე გოლის გატანაში იყო, რომელიც დღეს დაგვაკლდა. ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ახლა ოთხეულში შესვლა უფრო გართულდება".


რუნიმ სტუმრებიც შეაქო და განაცხადა, რომ ტიტული დამსახურებულად მოგებული იქნება, თუ, რა თქმა უნდა, "ლესტერი" ამას შეძლებს. "ამ სეზონში ჩემპიონატში საუკეთესო გუნდია და იქნება ეს ხვალ საღამოს თუ მომდევნო კვირას, ისინი ჩემპიონობას იმსახურებენ. გასაოცარია, სადაც ახლა იმყოფებიან. კლაუდიო რანიერიმ ფანტასტიკური სამუშაო გასწია".

ფრის შემდეგ "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა კიდევ უფრო გაუჭირდება, მაგრამ რუნი აცხადებს, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

"სეზონის მიწურულს კარგ ფორმაში ვართ და ახლა სხვა გუნდების იმედი გვაქვს. "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" ქულებს რთულად დაკარგავენ, ჩვენ კი ოთხეულში მოხვედრა გაგვიჭირდება.

ჩვენ უბრალოდ შრომა და მაქსიმალური რაოდენობის ქულების აღება გვევალება, სეზონის ბოლოს კი ვნახავთ, რა მოხდება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: safaridze
2 მაი 2016 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
imedia darchenil sammatchs movigebt mxolod vestxemtan gagvichirdeba tan sitis arsenaltan aqvs satamasho da imedia nichias gagorebs an waagebs saertod
0
№12
ავტორი: Lalana
2 მაი 2016 02:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
იცით რა მაინტერესებს?აი დავუშვათ სიტიმ,რომ მოიგოს ლიგა და ლივერპულა ევროპა ლიგა,მეოთხეზე ჯი ჩვენ გავიდეთ,ჩემპიონთა ლიგაზე როგორი თანაფარდობით გავა პრემიერ ლიგიდან გუმდები?ან თუნდაც რომელიმემ,რომ მოიგოს თასი და ჩვენ მეოთხეზე გავიდეთ.
0
№13
ავტორი: pere
2 მაი 2016 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
სიტი ორივეს მოიგებს და არსენალს კიდე ბოლო მატჩი ასტონ ვილასტან აქვს და სუ რო სამივე თამაში მოვიგოთ(რაც ძაან მეეჭვება) მაინც არ გვაქვს შანსი
0
№14
ავტორი: de gea1
2 მაი 2016 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
საუკეტესო თამაში არის 5 ან მეთ გოლს რო გაიტან თ რუნი
0
№15
ავტორი: ikeoni
2 მაი 2016 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
Mogvego ra da aravisze agar viqnebodit damokidebuli
0
№16
ავტორი: Amazing Redman
2 მაი 2016 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
ოთხეულში შეხვალ რო დომოდა გუნდს იმ მარტივ მომენტს რომელმაც ლესტერმა შექმნა და გაიტან არ გაატანინებდნენ, ისედაც მთელის ეზონის მანძილზე 2 ან 3 ბუღთზე მეტი არ გუატნიათ თითო თამაში, ესეთუ საზიზღარ სეზონში რომელშიც უამრა მომენტს ქმნის გუნდი და მარტო 1 ან 2 მომეტს გამოიყენებ ან საერთოდ ვერა არ იმსახურებს 4 ეულში შევალს და ეხლა იმაზ ფიქრო თუ არსენალი ან სიტი კიდე დაკარგასვ ქულებს. ლესტერთან უნდა მოეგოთ ყველა ვარიანტში და იქნებდა ღირს ნამდვილად გუნდი ოთხეულში შესვლი, ეხლა საპლეიოფო საგზური კიარა ვესთ ჰემთან გვაქ ძლაინ მძიმე შეხვედრა ნორვიჩის შემდეგ, რომელიც ალბათ თავს შეგვაკლავს, რომ ეურპის საგზური გაიფორმოს და თუ მოგვიგო ეურპის საგზურსაც კი გამოეთხოვებიან... თავინთუი უღიმღამო მატჩებიდან გამომდინარე.
0
№17
ავტორი: stepno
2 მაი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არსენალმა ფრეც რო ითამაშოს სიტისთAნ და ჩვენ დარჩენილი ყველა თამაში მოვიგეთ სიტის 1 ქულით გაუსწრებთ
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2016 21:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სიტიმ უნდა ჩააგდოს დანარცენი თამაშები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top