თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2016, 20:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2880,
კომენტარები: 17
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ლესტერთან" მატჩზე.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი, თუმცა აცნობიერებს, რომ ეს რთული იქნება. "ლესტერთან" ნათამაშები ფრის შემდეგ მან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

მატჩის მიმოხილვა

"უფრო მეტს ვიმსახურებდით, უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ვფიქრობ, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ და ეს იმითაც მტკიცდება, რომ გულშემატკივარი ფრეს ტაშს უკრავდა. ჩვეულებრივ, ისინი ფრეს არ ხვდებიან ოვაციებით, მაგრამ შეხვდნენ, რადგან ამაღელვებელი თამაში იყო".

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

"ჩემი აზრით, ძალიან კარგად ორგანიზებულნი იყვნენ და ამის მიუხედავადაც კი შევქმენით ბევრი შანსი პირველ ტაიმში, ისევე, როგორც მეორეში. მაგრამ შესრულება უნდა შეგეძლოს და ბოლო პასიც კარგი უნდა იყოს. ასევე სტანდარტულების დროს, წინასწარ ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა მათი შეჩერება და სტანდარტულებს მაქსიმალურად ვერიდებოდით. მაგრამ ძალიან კარგი გუნდი იხილეთ და იმიტომაც უკრავდნენ გულშემატკივები ტაშს, რომ დიდებული მატჩი იყო".

ვიდეოგამეორებები მსაჯებს დაეხმარება

"გასულ კვირას უკვე ვთქვი და 30 წლის განმავლობაში ვამბობ, რომ ვიდეო მსაჯები გვჭირდება თუმცა მაშინაც კი, როცა მემფისის ვიდეო რომ გენახა, მაგალითად, ვერ მიხვდებოდი, საჯარიმოში იყო თუ არა წაქცევა. მაგრამ ფელაინის წინააღდეგ ჰუტის ეპიზოდში პენალტი დავინახე, როცა მას თმას ექაჩებოდა და ეს ჯარიმა იყო. პენალტი იყო, ფელაინიმ კი ადამიანური რეაქცია გამოავლინა. ასევე წითელი ბარათიც შეიძლებოდა ყოფილიყო, როცა სიმპსონმა ლინგარდზე ითამაშა. წარმომიდგენია, რატომ არ დაუსტვინა, უხეში ჯარიმა არ იყო, მაგრამ წააქცია და დანიშვნა შეიძლებოდა".

ოთხეული ჯერ კიდევ შესაძლებელია

"დიდი დარტყმაა და გაგვიჭირდება. "მანჩესტერ სიტისა" და "საუთჰემპტონის" მატჩის შედეგზეც არის დამოკიდებული, მაგრამ როგორც ვთქვი, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, რადგან ჩამორჩენა უნდა შევამციროთ. ახლა "მანჩესტერ სიტიზე" უფრო ნაკლები ზეწოლაა, ვიდრე "ლესტერთან" ჩვენი მატჩის წინ იყო".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri
1 მაი 2016 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ვინც ეს დატოვოს იმის დედის ხახას ცენზურა პირიდან
0
№12
ავტორი: Mufc7
1 მაი 2016 22:42
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედგაცრუებული ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: temo-scholes
2 მაი 2016 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Mufc7
იმედგაცრუებული ვარ

ვინ არ არის შენ ეგა თქვი...:)
0
№14
ავტორი: pere
2 მაი 2016 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ეს კვირა საუკეთესო შანსი იყო ოთხეულში შესასვლელად, მაგრამ დავკარგეთ ბოლო შანსიც
0
№15
ავტორი: de gea1
2 მაი 2016 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
რა უნდა ელაპარაკო ტიპმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები გააფრიალა
0
№16
ავტორი: stepno
2 მაი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: de gea1
რა უნდა ელაპარაკო ტიპმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები გააფრიალა

ამან გააფრიალა მაგრამ სიტიმ დიდი შანსი მოგვცაა სიტი არსენალი8ს მომგება არ არი ეგ სირებიი და ჩვენ ყველა თამაში უნდა მოვიგოთ
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2016 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სულ ერთი და იგივე თვითონ მაინც თუ არ მობეზრდა ნეტა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top