ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი კრეიგ ბერლი მიიჩნევს,რომ ამ ეტაპისტვის "წითელ ეშმაკებს" არ სჭირდებათ ლონდონის "ჩელსის" ვარსკვლავი ფრენკ ლამპრადი.ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ფრენკ ლამპარდის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შესახებ თავისუფალი აგენტის სახით.კრეიგ ბერლის აზრით ამ ტრანფერის განხორციელება კარგი იქნებოდა ფრენკ ლამპარდის კარიერისთვის და არა "მანჩესტერ იუნაიტედისტვის."
"ამ ტრანფერის განხორციელება კარგი იქნება ფრენკ ლამპარდის კარიერისთვის,მაგრამ არამგონია ამ ტრანფერმა კარგად იმოქმედოს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის",რადგან მათ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ ამ პოზიციაზე,რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ.სერ ალექს ფერგიუსონს ჰყავს რაიან გიგზი და პოლ სქოულზი და არამგონია მას კიდევ სურდეს ერთი ასაკოვანი ფეხბურთელი."წითელ ეშმაკებთან" გადასვლა კარგი ვარიანტია ლამპარდისთვის,მაგრამ არამგონია ეს ტრანფერი განხორციელდეს." - განაცხადა ბერლმა.