ანტუან გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს და მასში 65 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს.
"ოლდ ტრაფორდის" სკაუტები 25 წლის ფრანგს აკვირდებიან, რადგანაც მისი გადაბირება სურთ.
"ჩელსი", "ბაიერნი" და "პარი სენ-ჟერმენიც" ცდილობენ გრიზმანის შეძენას, რომელმაც მიმდინარე სეზონში 31 გოლი გაიტანა.
მაგრმა "იუნაიტედს" მსოფლიო კლასის ფორვარდის შეძენა დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელთან, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად სურს - დამოუკიდებლად ლუი ვან გაალის მომავლისა.
ჟოზე მოურინიო გრიზმანის დიდი გულშემატკივარია და "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლის შემთხვევაში მასაც ენდომება ანტუანის შეძენა.
თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტით პსჟ-ც ინტერესდება და იმის ფონზე, რომ "იუნაიტედს" ჯერ ვერ გადაუწყვეტია მოურინიოს გადაბირება, მისი პარიზელთა თავკაცად ხილვა სავსებით რეალურია.