ნორმან უაითსაიდს გააჩნია უამრავი თბილი მოგონება „იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირების. მას ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ ეს თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია „წითლების“ კალენდარში. ყოფილმა ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთელმა გოლი გაუტანა ლივერპულს საშობაო პერიოდში . ეს იყო პირველი თამაში ალექს ფერგიუსონისა „მერსესაიდელების“ წინააღმდეგ. სულ მან 4-ჯერ მოახერხა ლივერპულელების დამწუხრება, მანამდე, სანამ 1989 წელს არ გადავიდა „ევერტონში“. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში „იუანიტედს“ ტიტულის მოპოვებაში „მანჩესტერ სიტი“ ებრძვის და არა ლივერპული, ბრენდან როჯერსის სტუმრობა კვირას, ოლდ ტრაფორდზე იქნება ყველაზე დაძაბული შეხვედრა „წითელი ეშმაკებისთვის“. „როცა შენ უყურებ მატჩების განრიგს, პირველი, რაც თვალში გხვდება, არის ეს შეხვედრა.“ განუცხადა უაითსაიდმა ManUtd.com-ს „ეს არამარტო ფეხბურთელებს, არამედ ფანებსაც ეხებათ“ „მე ჯერ კიდევ მგონია, რომ ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. მე ვიცი, რომ სიტი ეხლა უფრო კონკურენტუნარიანია, მაგარმ მათ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. თუ გავიხსენებთ იმას, რომ იუნაიტედს და ლივერპულს შესაბამისად 19 და 18 ტიტული აქვთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სიტის ჯერ კიდევ ბევრი აკლია ამ გუნდებამდე“ უაითსაიდი ფიქრობს, რომ ძნელია კვირის მატჩის შედეგის გამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედი ამ თამაშს კარგი შემართებით ხვდება. რობინ ვან პერსის გვიანმა გოლმა ვესტ ჰემთან „წითლები“ იხსნა FA თასიდან ადრეული გამოვარდისგან. გასულ სექტემბერს, ენფილდზე 2-1 ტრიუმფის შემდეგ, იუნაიტედი შეეცდება მერვე ადგილოსანი „მერსესაიდელები“ სეზონში მეორედ, ოლდ ტრაფორდზე დაამარცხონ. „ლივერპულთან მატჩი ყოველთვის რთულია“ დაამატა უაითსაიდმა. “ეს თამაში გადაწყვიტავს რომელი უფრო ძლიერია და ვიმედოვნებ ეს ჩვენ აღმოვჩნდებით“ „ვან პერსიმ შესანიშნავად ითამაშა ვესტ ჰემთან, იუნაიტედმა იცის, როგორ უნდა გაიტანოს სწორ დროს. მე ვიცოდი, რომ წითლები მოახერხებდნენ გოლის გატანას და ვიმედოვნებ რომ აღარ გავიჭირდება FA თასზე შემდეგ ეტაპზე გასვლა“