ანდერ ერერა სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო კითხვებს პასუხობს.
ინგლისის თასის ნახევარფინალის მოგების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცათ და ანდერ ერერამ ეს დრო გულშემატკივართა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად გამოიყენა.
ოთხშაბათს ღამით "ატლეტიკოსა" და "ბაიერნის" მატჩის დაწყების წინ დროის მოსაკლავად ერერამ "თვითერზე" დაწერა: "შეკითხვები გაქვთ? სახლში უსაქმოდ ვარ და მაქსიმალურად გიპასუხებთ."
შეკითხვები მრავლად დაგროვდა და ერერამაც თითოეულ მათგანს უპასუხა დაწყებული თავისი საყვარელი ფეხბურთელიდან (ლიონელ მესი), თავისი ბავშვობის საყვარელ ფეხბურთელზე დასრულებული (პოლ სქოულზი). რაც შეეხება შეკითხვას, მისი აზრით, არის თუ არა დავიდ დე ხეა ადამიანი, მან უპასუხა: "ჯერ არ ვიცი".
დე ხეას შესახებ ერერას ასევე ჰკითხეს, დატოვებდა თუ არა ესპანელი მეკარე "იუნაიტედს", რაზეც უპასუხა: "იმედი მაქვს, არა".
ეს დიპლომატიური პასუხი ერთადერთი არ იყო, რომელსაც ბასკმა პასუხის გაცემისას უხმო. ერთ-ერთ მომხმარებელს აინტერესებდა, შეიძენს თუ არა "იუნაიტედი" კრიშტიანუ რონალდუს.
"იუნაიტედი" პორტუგალიელის გადაბირებას 2013 წლის ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა. მას შემდეგ რონალდუს სახელს აქტიურად უკავშირებენ თავის ყოფილ გუნდს და გულშემატკივარსაც სურს მისი დაბრუნება.
როგორც ჩანს, ერერაც მათ შორისაა:
"იუნაიტედს" თავდამსხმელიც სჭირდება. "წითელ ეშმაკებს" უკავშირებენ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ლუი ვან გაალმა რომელუ ლუკაკაუს საინტერესო უწოდა, მოურინიოს კი ალვარო მორატას გადაბირება სურს.
ჰარი კეინი შესაძლოა, ყველაზე იდეალური ცხრიანი გამოდგეს გუნდისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ერერამ კარგად იცის, სერხიო აგუერო მანჩესტერის წითელ მხარეს არ გადაბარგდება, დასმულ შეკითხვას პასუხობს:
პასუხების გაცემის შემდეგ ერერამ დაწერა: "გმადლობთ შეკითხვებისთვის, მაგრამ "ატლეტიკო" - "ბაიერნის" მატჩს უნდა ვუყურო! მალე ისევ გავიმეორებთ. ერერა მოხიბული იყო იმით, რაც საულ ნიგესმა მატჩის ერთადერთი გოლის გატანის მომენტში გააკეთა. საული მორიგი ფეხბურთელია, რომელიც "იუნაიტედს" უკავშირდება.
ერერას სრული პასუხების სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
Twitterწყარო:
M.E.N.