Sky Sports-ის ექსპერტი ჯეიმი რედნაპი მიიჩნევს, რომ ანტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ წამყვან ფიგურად გადაიქცა.
"ჩემს ცნობიერებაში "იუნაიტედს" ყოველთვის ჰყავდა მოთამაშეები, რომლებსაც რთულ მომენტებში პასუხისმგებლობის აღება შეეძლოთ - ენდი კოული, რაიან გიგზი, ერიკ კანტონა. გასულ სეზონში გამოჩნდა, რომ მათ ასეთი მოთამაშე აკლდათ, მაგრამ "ევერტონთან" ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ვნახეთ, რომ ასეთი მოთამაშე გამოჩნდა - ანტონი მარსიალი".
"მიუხედავად იმისა, რომ სულ 20 წლის არის, იგი არ შეშინდა მეკარესთან პირისპირ გასვლისას. მარსიალმა და რეშფორდმა ძალიან კარგი დუეტი შექმნეს, რომელიც კარგად გამოიყურება. ვფიქრობ, ფრანგ მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რათა შეცვალოს უეინ რუნი მწვავე შეტევების დროს. გოლს+პასის სტატისტიკით მარსიალი საუკეთესოა გუნდში და ეს მხოლოდ მისი პირველი სეზონია, მას შეუძლია უკეთესი გახდეს".