ახალგაზრდა ჰოლანდიელი სწავლის პროცესშია.
ტიმოთი ფოსუ-მენსა აცხადებს, რომ განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო ინგლისის თასის ნახევარფინალში "ევერტონთან" დაპირისპირებით.
რა თქმა უნდა, დღეს შეიძლება სხვაგვარად დასრულებულიყო "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ჰოლანდიელი მცველისთვის, როცა ფოსუ-მენსამ საჯარიმოში როს ბარკლი წააქცია და პენალტი დაინიშნა, მაგრამ დავიდ დე ხეას სეივის წყალობით ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
ტიმოთიმ მატჩის შემდგომ დე ხეას "თვითერის" საშუალებით მადლობა გადაუხადა, "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას კი მღელვარება ვერ დამალა და განაცხადა, რომ მოხარულია პირველ გუნდში გატარებული დროით.
"განსაკუთრებული იყო. დიდებული სტადიონია დიდებული ატმოსფეროთი ამ სტადიონზე თამაში განსაკუთრებულია.
ამაღელვებელი რამდენიმე კვირა გავატარე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და ახლა სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობ. სწავლა, განვითარება და გაუმჯობესება ფეხბურთელად, ყოველდღიურად ბევრი ვარჯიში.ფოსუ-მენსა "იუნაიტედს" რამდენიმე მატჩში დაეხმარა კარის "მშრალად" შენარჩუნებაში და ეს კრის სმოლინგთან, დეილი ბლინდთან და დავიდ დე ხეასთან პარტნირობით გააკეთა.
"კრისი და დეილი ჩემთან შესანიშნავ კომუნიკაციას ამყარებენ. დაცვაში ყველა დიდებულია, დე ხეაც, რა თქმა უნდა. ის უმაღლესი დონის მეკარე და შაბათსაც გადაგვარჩინა. დეილისა და კრისს შორის პარტნირობას დაინახვდით, მათ წარმოჩენასაც, დიდებული წყვილია.
მსიამოვნებს ფლანგის მცველად თამაში, მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი ყველგან, სადაც მწვრთნელი მათამაშებს. მე უბრალოდ მაქსიმუმს ვაკეთებ და ყველაფერს ვთმობ.ჯესი ლინგარდმა მატჩის წინ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არავითარი შიშის გრძნობა არ აქვთ და ხაზი გაუსვა, რომ გამოცდილ ფეხბურთელთა მხარდაჭერა მათ ძალიან ეხმარება. ფოსუ-მენსა თანაგუნდელს ეთანხმება.
"ეს თავდაჯერებულობის საკითხია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის იმას ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ და უბრალოდ ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ. ბევრს ვშრომობთ, ბევრს ვშრომობ და ბევრის სწავლაც მინდა. სწავლისთვის მზად ვარ. მაქსიმუმს ვაკეთებ და მწვრთნელებს, უეირინის, კერიკის, კრისისა და დეილის მსგავს გამოცდილ ფეხბურთელებს ვუსმენ. ამის შემდეგ მათ რჩევას ვითვალისწინებ.
გამოცდილი ფეხბურთელები მასწავლიან, რა გავაკეთო მოედანზე, სად დავდგე და მსგავს რამეებს. ბევრ რამეში მეხმარება."ჰოლანდიელი მცველის თამაში "იუნაიტედის" გულშემატკივარში აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა ფოსუ-მენსა ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი არ უჩვენებია.
"გულშემატკივართა რეაქციით მოხარული ვარ, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ბევრი უნდა ვიშრომო. მე მხოლოდ ცივი გონების შენარჩუნებას ვცდილობ და როცა ვთამაშობ, მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ".წყარო:
manutd.com