თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2016, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2633,
კომენტარები: 16
ვან გაალი: "რეშფორდი ჯერ მზად არ არის"
ლუი ვან გაალი პოზიციას კვლავ იცვლის.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი რწმენა გამოავლინა, მაგრამ მარკუს რეშფორდი პირველ გუნდში სათამაშოდ მზად არ არის.

ვან გაალის ხელმძღვანელობით აკადემიის აღზრდილმა 14 ფეხბურთელმა ითამაშა "იუნაიტედის" პირველ გუნდში, მარკუს რეშფორდისა და ტიმოთი ფოსუ-მენსას გამოჩენა კი მათ შორის ყველაზე გამორჩეული გამოდგა.

თუმცა, როცა ვან გაალს ჰკითხეს, "იუნაიტედის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი პოლ მაკგინესი და 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი უორენ ჯოისი იმსახურებდნენ თუ არა პირველი გუნდისათვის ასეთი ფეხბურთელების აღზრდის გამო შექებას, მან უპასუხა: "ისინი მზად არ არიან, ვწუხვარ, არც რეშფორდია მზად.

მან ეს იცის, ბევრის სწავლა შუძლია, როცა გუნდში ახალგაზრდებს ათამაშებ, ამის თავიც უნდა გქონდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, აკადემია და აკადემიის ყველა მწვრთნელი ამ ფეხბურთელების გამო შექებას იმსახურებენ, ასევე სკაუტებიც, რომელთაც ეს ბიჭები აღმოაჩინეს. ქება-დიდება მათ, მაგრამ მეც მაქვს მცირე წვლილი ამაში, თუმცა ეს წვლილი მნიშვნელოვანია, რადგან ამის გაკეთების თავი უნდა გქონდეს".


ვან გაალმა მოგვიანებით თავის კარიერაში ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიხსენა.

"ახალგაზრდებს ამის გაკეთების საშუალებას ვაძლებ და ჩემი პირველი კლუბი "აზ ალკმაარი" იყო, სადაც მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი, შემდეგ კი, როცა პირველი გუნდი ჩავიბარე, მეორე გუნდის ხუთი ფეხბურთელი ვათამაშე. მე ვიყავი ფეხბურთელი და მწვრთნელის ასისტენტიც, ასე რომ, უცნაური სიტუაცია იყო, თუმცა მერე ხუთმა ფეხბურთელმა ითამაშა.

შემდეგ მივდივარ "აიაქსში" და პატრიკ კლუივერტი, რომელიც 18 წლის იყო, იმავეს აკეთებდა, რასაც მარკუს რეშფორდი აკეთებს. ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, ეს ახალი არ არის.

მიუნხენის "ბაიერნში" ასეთი იყო ტომას მიულერი, "ბარსელონაში" ჩავი იყო 18 წლის და ინიესტა 17 წლის, ტიაგო მოტაც 18 წლის იყო, რომელიც ახლა "პარი სენ-ჟერმენში" თამაშობს. უცნაური არ არის. ასაკი დიდად მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანი მხოლოდ ხარისხია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
22 აპრილი 2016 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვეღარ ვითმენ როდის წავაააა rage
0
№12
ავტორი: SAF
22 აპრილი 2016 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№13
ავტორი: kaxeti
22 აპრილი 2016 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ვაიმე საქმე იქით მიდის რომ მომავალ წელსაც ამის სიფათს უნდა უყუროთ აუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
0
№14
ავტორი: RojoDiablo
22 აპრილი 2016 23:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Sh-rati
23 აპრილი 2016 05:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Doecialurad bazrobs tavshi roar auvardet da meti ishromon magashi msgaria mara am axslgazrdebs liderebi schirdeba visac gayvebisn rogoric runia mara ertia eg runi da eg texavs
0
№16
ავტორი: pere
23 აპრილი 2016 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
რა გინდათ ცუდად არაფერი უთქვამს. პირიქით, ისე ილაპარაკა არც პატარებს აუვარდებათ თავში და მწვრთნელებსაც მადლობა მოუხადა და სკაუტებსაც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top