თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2016, 16:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2573,
კომენტარები: 13
დარმიანი: "ჩემი საუკეთესო გოლი"
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის კომენტარი.
დარმიანი:
მატეო დარმიანს ბევრი მიზეზი აქვს "კრისტალ პალასთან" მატჩის შემდეგ ზეიმისათვის, რამეთუ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პირველი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

იტალიელმა მცველმა "ოლდ ტრაფორდზე" ნამდვილი საოცნებო საღამო მოიწყო, რამეთუ შეხვედრაში გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა- დემიენ დელენის ავტოგოლისა და უშუალოდ მის მიერ გატანილი ბრწყინვალე დარტყმის შედეგად.

მატჩის შემდეგ დარმიანი კლუბის რიგებში გატანილი პირველი გოლით ნასიამოვნებია და განაცხადა, რომ ზეიმისათვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს.

"ვფიქრობ, დიდებული გოლი იყო, იმიტომაც რომ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი პირველი გოლი გავიტანე, თანაც "ოლდ ტრაფორდზე", ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, ასე რომ, ბედნიერი ვარ. ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო, რადგან ასეთი გოლებით განებივრებული არ ვარ, თუმცა მიხარია, რომ ეს გოლი გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა", - განაცხადა მცველმა.

იმის განმარტებისას, თუ რატომ იყო ოთხშაბათი მისთვის განსაკუთრებული დღე, მატეო აცხადებს: "ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო გოლია და ვიმედოვნებ, კიდევ ერთს გავიტან. ჩემთვის და ჩემი შეყვარებულისათვის განსაკუთრებული დღეა, ეს კი მისთვის დიდი საჩუქარია".

"იუნაიტედის" ყურადღება ახლა ინგლისის თასის ნახევარფინალზეა გამახვილებული და დარმიანი მოუთმენლად ელის "უემბლიზე" თამაშის პირველ შესაძლებლობას.

"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, გამარჯვება იყო, რადგან ადვილი მატჩი არ გვქონდა, ასე რომ, დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა "ევერტონთან" მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. მორიგი დიდი მატჩია "უემბლიზე" ნახევარფინალური შეხვედრა, ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ.

ჩემთვის პირველი მატჩი იქნება "უემბლიზე", დიდებულ სტადიონზე, სადაც ნახევარფინალი შედგება. ვფიქრობ, ეს დიდი მატჩია და ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა ყველას სურს. მაგრამ ჩვენ კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და "ევერტონს" მზადმყოფი შევხვდეთ, რადგან ეს დიდებული გუნდია.

რა თქმა უნდა, ვფიქრობ, გამარჯვების შანსი გვაქვს, შემდეგ კი ტიტულის მოგებაც შეგვიძლია, თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. მატჩის მოსაგებად მაქსიმუმს გავაკეთებთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
21 აპრილი 2016 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
kargia darmi magram am memphis raserchis lingards tu arjobia tavs movichriii
0
№12
ავტორი: levionok
21 აპრილი 2016 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ჩვენი დაცვა ძალიან სოლიდურად გამოიყურებოდა როცა მარცხნიდან შოუ მარჯვნიდან დარმიანი იყო,ცენტრებიც უკეთესად მოქმედებდნენ როცა განაპირა მცველები საიმედოდ დგანან შესაბამისად ცენტრებიც უკეთესად გამოიყურებიან რაც ეს აირია თუ დააკვირდებით სმოლინგსაც უწევს პოზიციურად ცუდი გადაადგილებები რაც ცარიელ ზონებს ქმნის
0
№13
ავტორი: stepno
22 აპრილი 2016 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგრად ითამაშა derpthumb
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top