"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ენტონი მარსიალი დარწმუნებული არ არის, რომ ჟოზე მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონში არ იმუშავებს, მაგრამ აღნიშნა, რომ სანამ ლუი ვან გაალი "იუნაიტედს" წვრთნის, მწვრთნელისთვის იბრძოლებს.
"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ლუი ვან გაალის შემცვლელად მოიაზრება, მარსიალი კი ამ მოსაზრების შესახებ თავის დამოკიდებულებას ამხელს.
"სანამ ახლანდელი მწვრთნელი აქ არის, ამაზე არ ვფიქრობ. თუ მოურინიო მოვა, მოვიდეს. ამ წუთისათვის ვან გაალი აქ არის.
ყოველ მწვრთნელს აქვს დადებითი და უარყოფითი. ვან გაალმა ჩემდამი რწმენა გამოავლინა და მისთვის ამაგის გადახდას ყოველდღე ვცდილობ", - განაცხადა ენტონი მარსიალმა.