The Independent-ი ამტკიცებს, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას (KNVB) ეროვნულ ნაკრებში ლუი ვან გაალის მიყვანა ტექნიკური დირექტორის პოსტზე სურს.
KNVB-ში სჯერათ, რომ ვან გაალი ზაფხულში "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს, ამიტომ მწვრთნელს ნომერ პირველ სამიზნედ ისახავს ნაკრების განვითარებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ნარინჯისფერებმა" გუს ჰიდინკის, შემდეგ კი დენი ბლინდის თაოსნობით ცუდად იასპარეზეს, ქვეყნის პროფესიონალური ფეხბურთის დირექტორი ბერტ ვან ოოსტვენი საქმეში ვან გაალის ჩართვას ითხოვს.
ვან ოოსტვენს სჯერა, რომ "იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაცია 64 წლის სპეციალისტს ახალი თანამდებობის დაკავებაში დაითანხმებს.