თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2016, 17:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3494,
კომენტარები: 11
რას ფიქრობს ფერგიუსონი ვან გაალის "იუნაიტედზე"
სერ ალექს ფერგიუსონი ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედზე" თავის მოსაზრებას გამოთქვამს.
რას ფიქრობს ფერგიუსონი ვან გაალის
სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მოუწოდა, მოთმინება გამოიჩინონ ლუი ვან გაალის კლუბის შეფასებისას.

"წითელმა ეშმაკებმა" 2014 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვან გაალის დანიშვნის შემდეგ 250 მლნ. ფუნტი დახარჯეს, მაგრამ გუნდი უკვე გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან, ევროპის ლიგიდან და ლიგის თასიდან, ხოლო პრემიერ ლიგაში 16 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ლესტერს".

კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია ინგლისის თასის მოგება, მაგრამ გულშემატკივარი აქტიურად ითხოვს ვან გაალის გაძევებას და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიოს დანიშვნას, რაზეც ფერგიუსონი თავის აზრს გამოთქვამს.

"საშინლად იოლია, იყო კრიტიკოსი.

რეალისტები უნდა ვიყოთ, როცა რამეს ვაფასებთ- მას უამრავი ტრავმირებული ჰყავდა: ფილ ჯონსმა ამ სეზონში მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა, ეშლი იანგი, ვალენსია, შოუ- ესენი დიდი დანაკრგია.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ხარ, თუ ასეთი დონის ფეხბურთელები გაკლია, შენზე უდიდეს გავლენას მოახდენს.

მეორე ასპექტი, რომელიც ყველას ადვილად ავიწყდება, ხუთი ფეხბურთელია, რომელთაც "იუნაიტედში" პირველი სეზონი აქვთ და ორი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა- მარსიალი და მემფისი ძალიან პერსპექტიულები არიან.

როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ხარ, მოთმინება უნდა გამოიჩინო, ისინი კი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ: ჩემს დროს, მეტ ბასბის დროს.

150-წლიანი ისტორია ღირს იმად, რომ რამდენიმე წარუმატებელი სეზონი გქონდეს, რადგანაც აუცილებლად დაბრუნდება და თანაც როგორი",
- განაცხადა შოტლანდიელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: BaChOo
1 აპრილი 2016 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
ციტატა: scholes
ფერგირომოვიდა მანჩესტერი უარესდღეში იყო უფრო მეტიხანი. დრო მისცეს და იმიტომაც მანჩესტერობს მანჩესტერი. ვანგაალი ძალიან მაგარი ტრენერია და ვბაბშე მანჩესწტერის ბალელშიკს ავტობუსის მოსვლა რატო უნდა უნდოპდეს ვერ ვხვდები

გეთანხმები ბრატ არ მინდა ეგ ოხერი მოურინიო :/ მანჩესტერი შემტევი სტილის იყო და ასე უნდა იყოს სულ თორე ავტობუსი ყოველთვის კიარ დაგვიცავს areyoukiddingme
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top