კარლოს ტევესმა "იუნაიტედიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის მიზეზი ახსნა.
კარლოს ტევესი აცხადებს, რომ "მანჩესტერ სიტი" მხოლოდ მას შემდეგ აირჩია, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მის მიმართ ინტერესი აღარ გამოავლინა.
"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 2 წარმატებული სეზონის შემდეგ "ცისფერებმა" არგენტინელი 2009 წელს გადაიბირეს თავიანთ რიგებში.
ამ ფაქტმა, გამომდინარე იქიდან, რომ მანჩესტერის წითელი მხარე ტევესმა ცისფერში გაცვალა, გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.
"სიტიმ" ტრანსფერის შემდეგ მანჩესტერში გამოაქვეყნა პოსტერი "კეთილი იყოს შენი მობრძანება მანჩესტერში", სერ ალექს ფერგიუსონმა კი ამას უპასუხა, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესი კლუბმა დაკარგა.
ტევესი "ოლდ ტრაფორდზე" იმდენად პოპულარული იყო, რომ გულშემატკივარი მღეროდა: "ფერგი, შეიძინე".
მაგრამ "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, კლუბმა თავდამსხმელისადმი ინტერესი დაკარგა, როცა ფეხბურთელის განცხადებით, მას 2013 წელს კარიერა უნდა დაესრულებინა. გარდა ამისა, ფერგიუსონმა თქვა, რომ 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში არგენტინელი თავისთვის თამაშობდა.
კარლოსის თქმით, "იუნაიტედი" უკმაყოფილი იყო იმით, რომ მან "სიტი" აირჩია, რომლის რიგებში წამყვან როლს თამაშობდა, გუნდს 35-წლიანი უტიტულო სერია შეუწყვიტა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიყვანა.
"ფერგიუსონთან არაფერი მომხდარა, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" იჯარით ორი სეზონი გავატარე და ბოლო წელს ფერგიუსონმა მითხრა, რომ კლუბი ჩემს შესაძენად თანხას გადაიხიდიდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გავედით, რომელიც რომში გაიმართა, მაგიდაზე კი კონტრაქტი არ მედო. მერე "სიტიში" გადავედით და "იუნაიტედი" შეწუხდა, მაგრამ მათგან შეთავაზება არ მიმიღია, ამიტომ დატოვება ჩემი ნება იყო", - განაცხადა ტევესმა.
წყარო:
M.E.N.