ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი "კანფეტების" რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს- ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში მან 25 გოლი გაიტანა.
22 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომაც "გუდისონ პარკის" დატოვებას აპირებს.
"ევერტონის" ხელმძღვანელობას თავდამსხმელთან განშორება არ სურს, მაგრამ თუ მის დარწმუნებას ვერ მოახერხებს, მსურველ გუნდებს დიდძალი თანხის გადახდა მოუწევთ.
ლუკაკუსადმი ინტერესს "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" იჩენენ და თუ რომელიმე მათგანი ფეხბურთელის შეძენას ისურვებს, "ევერტონის" მილიარდერი მფლობელი ფარჰად მოშირი დიდძალ თანხას მოითხოვს.