Sunday People იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდის გასახდელში შესვლის უფლება ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ ეძლევათ.
გამოცემის თანახმად, იმის გამო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიღწეული წარმატება "თავში არ აუვარდეთ", ლუი ვან გაალმა გილერმო ვარელას, მარკუს რეშფორდსა და სხვა ახალგაზრდა ფებხბურთელებს კარინგტონზე ყოფნისას გამოსაცვლელად მხოლოდ 21-წლამდელთა გასახდელი ოთახით სარგებლობის უფლება მისცა.
სავარჯიშო ტანსაცმლის მორგების შემდეგ ფეხბურთელებს ერთად ვარჯიშის უფლება ეძლევათ.
გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ იგივე წესი ეხება კვებას. 21-წლამდე ფეხბურთელები ცალკე მიირთმევენ საჭმელს, უფრო ასაკოვანები კი ცალკე.