28-03-2016, 18:00
ნანახია: 4167,
კომენტარები: 19
"იუნაიტედს" რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს
ლუი ვან გაალი რამდენიმე ფეხბურთელთა განშორებას აპირებს.
მემფის დეპაი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც ზაფხულში კლუბს დიდი ალბათობით დატოვებენ.
"იუნაიტედი" 25 მლნ. ფუნტად შეძენილი ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზებებს მოისმენს, მიუხედავად იმისა, რომ დეპაიმ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა.
კლუბის დატოვება შეიძლება მოუხდეს მორგან შნეიდერლინსაც, რომელიც ასევე მიმდინარე სეზონის დასაწყისში "საუთჰემპტონიდან" გადავიდა "იუნაიტედში".
მცველების, ფილ ჯონსისა და მარკოს როხოს "წითელ ეშმაკებთან" დაკავშირებული მომავალიც ბუნდოვანია და შესაძლოა, მათაც მოუხდეთ სხვა კლუბში გადასვლა.
თავის მხრივ, სათუოა ვან გაალის პოსტის სიმყარე, რომელსაც დიდი ალბათობით მომდევნო სეზონიდან ჟოზე მოურინიო შეცვლის.
წყარო:
thesun
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.