თუ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდება, მომდევნო სეზონში მადრიდის "ატლეტიკოს" სპორტულ დირექტორს, ანდრეა ბერტას გადაიბირებს.
იტალიელი ბერტა დიეგო სიმეონეს გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურაა და მას კარგი ურთიერთობა აქვს მოურინიოს აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან.
თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, გადავა "ოლდ ტრაფორდზე" სამუშაოდ მოურინიო თუ ლუი ვან გაალი თავისი კონტრაქტით გათვალისწინებულ ბოლო წელსაც ამოწურავს.
ასევე გასარკვევია, ისურვებს თუ არა "იუნაიტედი" აბსოლუტურად განსხვავებული სპორტული დირექტორის გადაბირებასა და ხელმძღვანელობის შეცვლას.
მოურინიომ "იუნაიტედის" წარმომადგენლებთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია, მაგრამ ესპანური მედია ირწმუნება, რომ წინასწარი კონტრაქტი მას ჯერ არ გაუფორმებია.