Fichajes იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "ატლეტიკოს" დიეგო კოშტას შეძენაში შეეცილება.
წარუმატებელი სეზონის შემდეგ ბრაზილიაში დაბადებული ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი "ჩელსის" რიგების დატოვებას აპირებს და პრესა იტყობინება, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი კოშტას დაბრუნებას გეგმავს.
თუმცა, "ატლეტიკო" მხოლოდ 45 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს, რაც შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს. "წითელი ეშმაკები" თავდამსხმელში 60 მლნ. ფუნტის გადაიხდიან.