20-03-2016, 14:30
ნანახია: 3704,
კომენტარები: 18
მოურინიომ პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა
ჟოზე მოურინიოს პირველი ტრანსფერი 85 მლნ. ფუნტით შეფასდა.
Daily Express-ის თანახმად, ჟოზე მოურინიომ "ნაპოლის" არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის ტრანსფერი შეათანხმა.
პორტუგალიელი მწვრთნელი პირადად შეხვდა იგუაინის ძმას, რომელიც ფეხბურთელის აგენტია და მასთან თავდამსხმელის შეძენის პირობები განიხილა.
მოურინიო მომდევნო სეზონიდან ვან გაალს შეცვლის და "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს, მისი პირველი შენაძენი კი 85 მლნ. ფუნტი დაჯდება.
იგუაინი 5-წლიან კონტრაქტს მიიღებს წლიური 8-მილიონიანი ანაზღაურებით. ამრიგად, არგენტინელი "ოლდ ტრაფორდზე" კვირაში £153,000 გამოიმუშავებს.
წყარო:
goal.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.