თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2016, 18:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 13225,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
ევროპის ლიგის 1/8 ფინალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. 1/8 ფინალი. მე-2 მატჩი
თარიღი: ხუთშაბათი, 18 მარტი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
მატჩის დასაწყისი: 00:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რუნი, შოუ, უ. კინი, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
მიუწვდომელი: იანუზაი (ითამაშა დორტმუნდის "ბორუსიაში") ფოსუ-მენსა (განაცხადში არ არის)
კითხვისნიშნისქვეშ: იანგი, ბორტუიკ-ჯექსონი
განაცხადი: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი, პერეირა, როხო, სმოლინგი, ვარელა, დარმიანი, პული, მაკნეირი, ლავი, ტუანზებე, ბორტუიკ-ჯექსონი, მატა, კერიკი, ბლინდი, ერერა, ვალენსია, ფელაინი, შნეიდერლინი, გოსი, პერეირა, მარსიალი, მემფისი,

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ სასტარტო შემადგენლობაში იანგის, ვალენსიასა და შვაინშტაიგერის ხილვა ჯერ ნაადრევია. იანგის გარდა, ტრავმა მოიშუშა ბორტუიკ-ჯექსონმაც.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"

ტრავმირებულები: გომესი, ინგსი, ლუკასი, სტიუარტი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: ფლანაგანი (განაცხადში არ არის)
განაცხადი:
"ლივერპულის" შემადგენლობაში დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან ფორვარდი დენი ინგსი და მცველი ჯო გომესი.


"მანჩესტერ იუნაიტედს" "ლივერპულთან" "ოლდ ტრაფორდზე" 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდების ყველა ტურნირზე ჩატარებულ 196-ე მატჩში მერსესაიდელებთან 2-0 დამარცხდა.

წინა შეხვედრები


მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მეორედ ხვდებიან უეფა-ს ეგიდის ტურნირზე.

ინგლისურ ტურნირებზე გუნდებმა ერთმანეთში 194 მატჩი ჩაატარეს. "ლივერპულმა" 64 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 79, ხოლო 51 მატჩი ფრედ დასრულდა.

ინგლისის ჩემპიონატში მოწინააღმდეგეები 166-ჯერ დაუპირისპირდნენ ("იუნაიტედმა" 67 მატჩი მოიგო, "ლივერპულმა" 55), 18-ჯერ კი კლუბები ინგლისურ თასებზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ("იუნაიტედი" - 11 მოგება, "ლივერპული" - 7 მოგება).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" პრემიერ ლიგაში ბოლო 4 შეხვედრა მოუგო.


ფაქტები გუნდების შესახებ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედი" ასევე თავის მე-40 სეზონს ატარებს ევროტურნირებზე - 27 ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), 8 უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა), 5 თასების თასი.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 6 ევროტიტული აქვს მოპოვებული: 3 ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), 1 თასების თასი, 1 კონტინენტთაშორისი თასი, 1 ევროპის სუპერთასი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპაში ჩატარებული თავისი მატჩების 53% მოიგო: 324 მატჩი- 171 მოგება. ტურნირების მიხედვით: ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა): 261 მატჩი- 145 მოგება (56%), უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა): 26 მატჩი- 8 მოგება (31%), თასების თასი: 31 მატჩი- 16 მოგება (52%).

"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული შვიდი მატჩი ასე დასრულდა: 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (3 მოგება - სახლში და 2 მოგება, 1 წაგება (გასვლაზე). "წითლები" ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში არ მარცხდებიან, მათ შორის შედის 2007/08 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა "ჩელსისთან", რომელიც მოსკოვში პენალტების სერიაში მოიგეს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ამ დროისათვის 6 მატჩი აქვს ჩატარებული ევროპის ლიგაზე- 2 მოგება, 4 წაგება (1 მოგება, 2 წაგება - სახლში და 1 მოგება, 2 წაგება - გასვლაზე).

"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგაზე ბოლოს 2011/12 წლების სეზონში ასპარეზობდა და მაშინ გუნდი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც "ატლეტიკთან" ორჯერ დამარცხდა - 2-3 და 2-1. ევროპის ლიგა (უეფა-ს თასი) - ერთადერთი ევროპული ტურნირია, რომელიც გუნდს არასდროს მოუგია. კლუბის საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე - მეოთხედფინალია, რომელსაც 1994-85 წლებში მიაღწია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


"ლივერპული" ევროტურნირებზე მე-40 სეზონს ატარებს - 21 ევროპის ჩემპიონთა თასზე (ჩემპიონთა ლიგა), 14 უეფა-ს თასზე (ევროპის ლიგა), 5 თასების თასზე.

"ლივერპულის" ანგარიშზე 11 ევროპული ტიტულია: 5 ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), 3 უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა), 3 ევროპის სუპერთასი.

"ლივერპულმა" ევროპაში ჩატარებული თავისი მატჩების 54% მოიგო: 336 მატჩი- 183 მოგება. ტურნირების მიხედვით: ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა) 181 მატჩი- 100 მოგება (55%), უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა) 117 მატჩი- 63 მოგება (54%), თასების თასი - 29 მატჩი- 16 მოგება (55%).

"ლივერპულს" თანამემამულე გუნდების წინააღმდეგ ევროტურნირზე ჩატარებულ მატჩებში შემდეგი შედეგი აქვს - 4 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება (4 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება- სახლში და 4 მოგება, 4 ფრე - გასვლაზე). ინგლისური კლუბების წინააღმდეგ "ლივერპულს" გასვლაზე ევრომატჩი არასდროს მოუგია.

"ლივერპული" მიმდინარე სეზონში რვა ევრომატჩში არ მარცხდება (3 მოგება, 5 ფრე) და მოედანი დაუმარცხებელმა 6 საშინაო შეხვედრაში დატოვა (3 მოგება, 3 ფრე). 2012/13 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "უდინეზესთან" 3-2 მარცხის შემდეგ "ლივერპული" ევროპის ლიგის რვა საშინაო შეხვედრაში არ მარცხდება (5 მოგება, 3 ფრე).

"ლივერპული" გასულ სეზონში ევროპის ლიგის 1/16 ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ. ხოლო ტურნირს ამავე ეტაპიდან გამოეთიშა 2012/13 წლების სეზონში, როცა "ზენიტთან" გასვლაზე გატანილი გოლის წესით ორმატჩიანი დუელი დათმო. 2010/11 წლების სეზონში "მერსისაიდელები" 1/8 ფინალში "სპარტას" დამარცხების შედეგად გავიდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე პორტუგალიურ "ბრაგასთან" წააგეს.

კავშირი გუნდებს შორის


"ოლდ ტრაფორდიდან" "ენფილდამდე" მანძილი 45 კილომეტრია.

თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგას მოიგებს, მეხუთე ევროპული კლუბი გახდება "აიაქსის", "ბაიერნის", "იუვენტუსისა" და "ჩელსის" შემდეგ, რომელსაც ევროპის სამივე თასი ერგება - ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა), უეფა-ს თასი (ევროპის ლიგა) და თასების მფლობელთა თასი. "ლივერპული" ამ კლუბებს ვერასდროს შეუერთდება, რადგან მათ არასდროს მოუგიათ თასების მფლობელთა თასი.

ინგლისის მასშტაბით "იუნაიტედი" "ლივერპულს" ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის რაოდენობით აჭარბებს (20 "იუნაიტედს", 18 "ლივერპულს"), ასევე ქვეყნის თასის (11 "იუნაიტედს", 7 "ლივერპულს"), მაგრამ ჩამორჩება ლიგის თასის რაოდენობით (8 "ლივერპულს", 4 "იუნაიტედს".

"იუნაიტედის" ნახევარმცველი ეშლი იანგი და "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი "ასტონ ვილაში" 2008-2010 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

დანიელ სტარიჯი და ხუან მატა "ჩელსიში" ერთად თამაშობდნენ 2011-2013 წლებში.

მატჩი ჩატარდება დეილი ბლინდის 26-ე დაბადების დღის მომდევნო დღეს.

უეფას თასზე (ევოპის ლიგაზე) ინგლისური კლუბები ერთმანეთს 1972/1973 წლების სეზონში ნახევარფინალურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გასვლაზე გატანილი გოლის წესით დაამარცხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ოთხი ფეხბურთელი დასახელებულა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად - ჯორჯ ბესტი (1963), დენის ლოუ (1964), ბობი ჩარლტონი (1966) და კრიშტიანუ რონალდუ (2008). "ლივერპულში" ასეთი პატივი მაიკლ ოუენს ერგო (2001).

"ლივერპულის" ისტორიაში ორ ფეხბურთელს აქვს მოგებული ევროპის "ოქროს ბუცი" - იან რაში (1984) და ლუის სუარესი (2014). "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ასეთი პატივი კრიშტიანუ რონალდუს ერგო (2008).

"ლივერპულის" რიგებში ყველაზე მეტი ევროპული მატჩი ჯეიმი კარაგერმა ჩაატარა (150), ხოლო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ევროპაში სტივენ ჯერარდია (41).

"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ყველაზე მეტი ევროპული მატჩი რაიან გიგზს აქვს ჩატარებული (159), კლუბის საუკეთესო ბომბარდირი კი ევროპაში რუდ ვან ნისტელროია (38 გოლი).

გუნდების მწვრთნელები

იურგენ კლოპმა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში ბრენდან როჯერსი შეცვალა. დორტმუნდის "ბორუსია" მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ჩემპიონი გახდა 2010/11 წლებში, მომდევნო წელს კი "ოქროს დუბლი" გააკეთა და ჩემპიონობას გერმანიის თასი მიუმატა, ხოლო 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ლუი ვან გაალი გუნდს 2014 წლის ზაფხულიდან წვრთნის, "აიაქსის" თავკაცის რანგში მან უეფა-ს თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე ჩემპიონი გახდა ჰოლანდიაში, გერმანიასა და ესპანეთი "ალკმაართან", "ბაიერნსა" და "ბარსელონასთან" ერთად. ჰოლანდიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა.

საპასუხო შეხვედრა ლუი ვან გაალისთვის 150-ე ევროპული მატჩი იქნება მწვრთნელის რანგში.

გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:

6.03.2016. "კრისტალ პალასი" - "ლივერპული" 1:2 (ლედლი 48 - ფირმინო 72, ბენტეკე 90 (პ))

"ლივერპული: "მინოლე, ფლენეგანი (კოუტინიო 61), ლოვრენი, საკო, მორენო, მილნერი, ჰენდერსონი, ჯანი, ლალანა, ფირმინო (ტურე 88), ორიგი (ბენტეკე 80).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-7 ადგილი, 44 ქულა.

6.03.2016. "ვესტ ბრომი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 (რონდონი 66)

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, სმოლინგი, როხო, დარმიანი (ფოსუ-მენსა 83), ბლინდი, ლინგარდი, კერიკი, ერერა (შნეიდერლინი 62), მატა, მარსიალი, რეშფორდი (დეპაი 75).

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 47 ქულა.

გუნდების ბოლო პენალტების სერია ევროთასების მატჩებში:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო სამი მატჩი პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება.

წაგებები:

5-4 სტუმრად "ვიდეოთონთან" (უნგრეთი)- უეფა-ს თასის მეოთხედფინალი, 1984/85 წლები.

4-3 სტუმრად "ტორპედოსთან" (მოსკოვი)- უეფა-ს თასის პირველი რაუნდი, 1992/93 წლები.

მოგება:

6-5 ნეიტრალურ სტადიონზე "ჩელსისთან" - ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2007/08 წლები.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


"ლივერპულის" ბოლო ოთხი მატჩი პენალტების სერიაში: 3 მოგება, 1 წაგება.

მოგებები:

4-2 ნეიტრალურ მოედანზე "რომასთან" - ჩემპიონთა თასის ფინალი, 1983/83 წლები.

3-2 ნეიტრალურ მოედანზე "მილანთან" - ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2004/05 წლები.

4-1 საკუთარ მოედანზე "ჩელსისთან" - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, 2006/07 წლები

წაგება:

5-4 სტუმრად "ბეშიქთაშთან"- ევროპის ლიგის 1/16 ფინალი, 2014/15 წლები.
მატჩის წინ
14 კომენტარი
№11
ავტორი: Memphis_Depay
17 მარტი 2016 16:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ალბათ ზოგს ხელიც გაქვთ ჩაქნეული,მაგრამ ... მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები ვართ და ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს ... რა მატჩები და ანგარიშები შემოუტრიალებია მანჩესტერს გვახსოვს ))) გავა ეს სეზონი და დავისვენებთ ამ კაცისგან მაგრამ... ლუზერპულებს ოლდ ტრაფორდზე როგორღაც უნდა მოვუგოთ !!!ყველამ თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და შევძლებთ...იმისიც მჯერა რომ ბაბუ იმაიმუნებს რაღაცას და მოტივაციას აუმაღლებს ყველას... ასე რომ აწიეთ ყველამ ცხივრები და ჩვენ დრამატულ გუნდს ვუგულშემატკივროთ,მუდამ რომ იბრძვის მარა ახლა დაჭრილი არწივივით გდია ძირს,მაგრამ ... არწივებს წითელი მამლები არ უნდა ჭამდნენ smile
0
№12
ავტორი: Number 0
17 მარტი 2016 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
უნდა მოვიგოთ აუცილებლად კლოპს ნამდვილლი კოშმარი ელის
0
№13
ავტორი: gerrard scholes
17 მარტი 2016 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ციტატა: Number 0
უნდა მოვიგოთ აუცილებლად კლოპს ნამდვილლი კოშმარი ელის

:D:D
0
№14
ავტორი: temo-scholes
17 მარტი 2016 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
იმედია მოვიგებთ და თან ისე რო გავიდეთ....

ციტატა: Memphis_Depay
ალბათ ზოგს ხელიც გაქვთ ჩაქნეული,მაგრამ ... მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები ვართ და ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს ... რა მატჩები და ანგარიშები შემოუტრიალებია მანჩესტერს გვახსოვს ))) გავა ეს სეზონი და დავისვენებთ ამ კაცისგან მაგრამ... ლუზერპულებს ოლდ ტრაფორდზე როგორღაც უნდა მოვუგოთ !!!ყველამ თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს და შევძლებთ...იმისიც მჯერა რომ ბაბუ იმაიმუნებს რაღაცას და მოტივაციას აუმაღლებს ყველას... ასე რომ აწიეთ ყველამ ცხივრები და ჩვენ დრამატულ გუნდს ვუგულშემატკივროთ,მუდამ რომ იბრძვის მარა ახლა დაჭრილი არწივივით გდია ძირს,მაგრამ ... არწივებს წითელი მამლები არ უნდა ჭამდნენ smile

გენაცვალე ძმა!! კარგი შემართება გაქვს და ეგრეც უნდა იყოს... am love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top