TuttoMercatoWeb-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" შეუერთდა იმ კლუბთა რიგებს, რომლებიც "რომას" ფეხბურთელით, ალესანდრო ფლორენცით არიან დაინტერესებულნი.
"ბარსელონა", "არსენალი" და "ინტერი" 25 წლის ფეხბურთელის პოტენციურ მყიდველებად ითვლებიან, მაგრამ ფლორენცის უნარებიდან გამომდინარე ყველაზე მეტი საჭიროება "იუნაიტედში" იგრძნობა.
"რომას" ფეხბურთელს ნახევარდაცვისა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია მოქმედება, "იუნაიტედს" კი სწორედ ამ პოზიციებზე უჭირს.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრნი მზად არიან, 24 მლნ. ფუნტი გადაიხადონ ნიჭიერ ფეხბურთელში, რომელსაც კონტრაქტის ვადა 2019 წელს ეწურება.