Daily Mirror-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კლუბიდან დავიდ დე ხეას შესაძლო წასვლისთვის ემზადება და ესპანელის შემცვლელად "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მოიაზრებს.
პრესის თანახმად, მადრიდის "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" დე ხეას შესაძენად ერთმანეთს ზაფხულში შეეცილებიან.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობის შემდეგ "რეალმა" დე ხეა ვერ შეიძინა და მეკარემ "იუნაიტედთან" ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე იმისა, რომ დავიდი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდეს.
"იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ დე ხეას შენარჩუნებას მოახერხებს, მაგრამ მოვლენათა არასასურველად განვითარებისთვის კლუბი წინასწარ ემზადება და ესპანელის პოტენციურ შემცვლელს ეძებს.
"წითელმა ეშმაკებმა" არაოფიციალური მოლაპარაკება უკვე გამართეს "ბარსელონას" 23 წლის მეკარესთან, რომელსაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. როგორც მოსალოდნელია, ტერ შტეგენი კატალონიელთა რიგებს დატოვებს.