L'Equipe იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის წარმომადგენლებს უკვე მიმართა.
როგორც მოსალოდნელია, თავდამსხმელი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს და პრემიერ ლიგაში გადავა.
პრესის თანახმად, იბრაჰიმოვიჩის აგენტი, მინო რაიოლა მოლაპარაკებებს გამართავს აპრილში, მისი კლიენტით კი ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.
34 წლის ფეხბურთელმა არ დამალა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში სურს, თუმცა L'Equipe ასევე აცხადებს, რომ "ჩელსისა" და "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრას შვედის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.